ფენომენალური ვალანჩიუნასი

AutoSharing Option
ლატვიაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი 19 წლამდელ კალათბურთელებს შორის. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ლიტვისა და სერბეთის ნაკრებები.

მართალია, სერბებმა მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ვერაფერი მოუხერხეს NBA-ის წლევანდელი დრაფტის ერთ-ერთ გმირს, ლიტველთა ცენტრს იონას ვალანჩიუნასს.

ლიტველებმა ოთხივე მეოთხედი მოუგეს მეტოქეს და საფინალო სირენასთან ერთად ჩემპიონის უპირატესობამ 18 ქულა შეადგინა. ვალანჩიუნასმა 36 ქულა ჩაუგდო სერბეთს, რასაც რვა მოხსნაც დაუმატა.

ბუნებრივია, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვალანჩიუნასი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ტურნირის მსვლელობისას ლიტველთა ლიდერი საშუალოდ 23,0 ქულას, 13,9 მოხსნასა და 3,2
დაფარებას აგროვებდა. კალათბურთელი ასევე ლიდერი გახდა ორმაგი დუბლების რაოდენობით - ცხრა მატჩში შვიდი დაბლ-დაბლი ჰქონდა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვალანჩიუნასისთვის MVP-ის ტიტული ახალი არ არის. თავის დროზე მას 16 და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც საუკეთესო მოთამაშედ ასახელებდნენ.
ფინალი

სერბეთი-ლიტვა 67:85
13:18, 19:21, 15:23, 20:23
ს: დრენოვაჩი (14), ბოგდანოვიჩი (13), ცვეტკოვიჩი (11+5 მოხსნა), ვუიოშევიჩი (11), ბესოვიჩი (9).
ლ: ვალანჩუნასი (36+8 მოხსნა), ულანოვასი (12+5 მოხსნა), ჩიზაუსკასი (9+7 მოხსნა+6 პასი), ბუტკევიჩუსი (9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული