მსოფლიოს ჩემპიონატი 2019: იაო მინი ელჩია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 2017 წლიდან მსოფლიოს საკალათბურთო კალენდარში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

2017 წელს მუნდიალი ჩინეთში ჩატარდება და იქ მოხვედრის მსურველი ნაკრებები შესარჩევ ტურნირში მომავალი წლის ნოემბრიდან ჩაერთვებიან. მათ შორის იქნება საქართველოს ნაკრებიც.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე 1000 დღით ადრე ჩინელებმა შეჯიბრების ელჩად ლეგენდა იაო მინი დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ 229 სმ სიმაღლის ჩინელი NBA-ს დიდების დარბაზშია შესული. მან კარიერა "ჰიუსტონ როკეტსში" გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული