"ინდიანა პეისერსის" ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ს ისტორიაში აღსანიშნავი მიღწევა დააფიქსირა, რომელიც აქამდე მხოლოდ 5-მა ადამიანმა გააკეთა.
გოგამ თავის სადებიუტო წელს ზედიზედ 3 შეხვედრაში 4 დაფარება მიითვალა და აქამდე ეს მხოლოდ რამდენიმე კალათბურთელმა გააკეთა:
NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრმა ტიმ დანკანმა, NBA-ს All-Star-ის 8-გზის მონაწილემ, ჩინელმა გიგანტმა იაო მინმა, NBA-ს 2-გზის ჩემპიონმა ლამარ ოდომმა, ასევე All-Star-ის მონაწილე კენიონ მარტინმა და "ბრუკლინის" ამჟამინდელმა 21 წლის ცენტრმა ჯარეტ ალენმა.
გოგამ ჯერჯერობით NBA-ში 6 შეხვედრა ჩაატარა. ქართველი საშუალოდ 18 წუთს თამაშობს. ამ
დროში 6.7 ქულას, 5 მოხსნას, 1.5 შედეგიან გადაცემასა და 2.2 ბლოკს აგროვებს.