ლებრონმა მეოთხე მეოთხედში 12 ქულა აიღო, ხოლო გადამწყვეტი იყო მისი ორი სამქულიანი 25-წამიან ინტრევალში, რომლის შემდეგაც, "კლივლენდი" ექვსი ქულით დაწინაურდა.
"კავალიერზმა" ბოლო 18 მატჩში მე-15 მოიგო, დასავლეთი კონფერენციის გუნდების წინააღმდეგ კი ათიდან რვა მოგება აქვს.
ამ მატჩის შემდეგ, ლებრონ ჯეიმსს კარიერაში თამაშიდან ჩაგდებული 10 ათასი ტყორცნა დაუგროვდა. ის მე-14 კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც
* * *
ჯეიმს ჰარდენმა 40 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა მიითვალა "ტორონტოს" წინააღმდეგ და სეზონში მე-10 სამმაგი დუბლი შეასრულა. "ჰიუსტონის" ლიდერი ზედიზედ მე-17 მატჩში ახერხებს მინიმუმ ორმაგი დუბლის დაგროვებას. "როკეტსმა" თავისი მოგებათა სერია რვა მატჩამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ჰიუსტონელები მესამე მეოთხედის შუაში 13 ქულით აგებდნენ, მაგრამ 13:0 გაქცევით გაათანაბრეს ანგარიში.
* * *
დღის ყველაზე დრამატულ მატჩში "დეტროიტმა" ორი ოვერტაიმის შემდეგ მოუგო "პორტლენდს". "პისტონზს" გამარჯვება კენტავიუს კოლდუელ-პოუპმა მოუტანა, რომელმაც მეორე ოვერტაიმის დასრულებამდე 9.4 წამით ადრე ჩააგდო სამქულიანი.
"დეტროიტმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, რაც ბოლო ერთი თვეა არ მომხდარა.
* * *
"ფილადელფია" პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულით აგებდა, თამაშიდან 39.4 პროცენტის სიზუსტით ისროდა, მაგრამ მაინც მოუგო "ბრუკლინს". "სიქსერზისთვის" ეს იყო მესამე მოგება ბოლო ოთხ მატჩში და მეათე მოგება ჯამში. სწორედ 10 გამარჯვება ჰქონდა ამ გუნდს მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში. ფილადელფიელები მე-13 ადგილზე არიან აღმოსავლეთში და პლეი ოფის ზონას რვა მოგებით ჩამორჩებიან.
* * *
"კლიპერსი" თანდათან გონს მოდის. "კალიფორნიელებმა" "მაიამი" დაამარცხეს და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გაიფორმეს. მატჩის გმირი კრის პოლი გახდა, რომელმაც 19 ქულა, 18 შედეგიანი პასი და ექვსი მოხსნა დააგროვა. რაც მთავარია, ამ მატჩის შემდეგ, "კლიპერსის" გამთამაშებელს კარიერაში 8 ათასი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, რაც აქამდე მხოლოდ ცხრა კალათბურთელს გაუკეთებია.
ბრუკლინი-ფილადელფია 95:105
27:24, 30:22, 16:32, 22:27
ბ: ლოპესი (26), ჰემილტონი (16), ბოგდანოვიჩი (12), კილპატრიკი (10).
ფ: ემბიდი (20), შარიჩი (18), სტაუსკასი (15), კოვინგტონი (15+11 მოხსნა+5 ჩაჭრა), ილიასოვა (14).
მილუოკი-ვაშინგტონი 101:107
31:24, 26:25, 21:33, 23:25
მ: პარკერი (28+7 პასი), ბროგდონი (22).
ვ: ბილი (26), მორისი (20+10 მოხსნა), უბრე (17), უოლი (16+7 პასი), პორტერი (13+7 პასი), გორტატი (7+12 მოხსნა).
კლიპერსი-მაიამი 98:86
20:19, 32:20, 28:27, 18:20
კ: რედიკი (25), პოლი (19+18 პასი), სპეიტსი (19), ბასი (12), ჯორდანი (7+18 მოხსნა).
მ: დრაგიჩი (24), უაიტსაიდი (15+13 მოხსნა), ჯონსონი (12), ჯ. ჯონსონი (12), რიდი (4+10 მოხსნა).
ტორონტო-ჰიუსტონი 122:129
37:27, 26:34, 36:34, 23:34
ტ: დეროზანი (36), კეროლი (26), ლაური (12), პაუელი (10), ჯოზეფი (10).
ჰ: ჰარდენი (40+10 მოხსნა+11 პასი), ჰარელი (28), გორდონი (19), არიზა (17).
მემფისი-იუტა 88:79
19:18, 23:17, 21:16, 25:28
მ: კონლი (19+9 პასი), მ. გასოლი (17), რენდოლფი (13+11 მოხსნა).
ი: ჰეივორდი (22), ჯ. ჰილი (15), ლაილსი (11), გობერი (5+13 მოხსნა).
ფინიქსი-კლივლენდი 116:120
28:41, 25:28, 37:24, 26:27
ფ: ბლედსოუ (31+8 პასი), ბუკერი (28), უორენი (15), კრისი (12), ჩენდლერი (10+15 მოხსნა), ტაკერი (10).
კ: ჯეიმსი (28), ირვინგი (27+7 პასი), ლავი (25+10 მოხსნა), შამპერტი (10), ფრაი (10), ტომპსონი (8+10 მოხსნა).
საკრამენტო-გ. სტეიტი 106:117
33:24, 25:27, 22:39, 26:27
ს: გეი (23), კაზინსი (17+10 მოხსნა), ტოლივერი (16), ლოუსონი (15), კოლისონი (14), ტემპლი (14).
გ-ს: კარი (30), დურანტი (28+4 დაფარება), ტომპსონი (18), ფაჩულია (10), გრინი (9+10 პასი).
პორტლენდი-დეტროიტი 124:125 (ო)
30:31, 26:22, 31:27, 19:26, 18:19
პ: მაკალუმი (35), კრაბე (30), ლილარდი (20), ამინუ (16), პლამლი (8+10 მოხსნა+12 პასი).
დ: ჯექსონი (31), დრამონდი (28+15 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (26), ჰარისი (14+9 მოხსნა), მორისი (10).
ლეიკერსი-ორლანდო 111:95
40:34, 22:26, 19:9, 30:26
ლ: რენდლი (19+9 მოხსნა), რასელი (17+7 პასი), ინგრემი (17), მოზგოვი (15), დენგი (11), უილიამსი (10).
ო: ფურნიე (19), ვუჩევიჩი (19), იბაკა (19+10 მოხსნა), ბიიომბო (10+11 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"