NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლივლენდში" დიდი არეულობაა

AutoSharing Option
ლებრონ ჯეიმსმა ბოლო ორ მატჩში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ მისმა გუნდმა ისევ წააგო. "კავალიერზს" ზედიზედ სამი წაგება დაუგროვდა, აგრეთვე, ბოლო რვა მატჩში ექვსი მარცხი აქვს.

არონ აფლალომ კუთხიდან სამქულიანი ჩააგდო და ამით გადაწყდა მატჩის ბედი. სირენამდე 10 წამით ადრე, ლებრონს სამქულიანით შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ააცილა. "საკრამენტომ" ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ, მიჯრით ორი მატჩი მოიგო.

"კლივლენდს" შეეძლო მატჩის მოგება, ჯარიმები უკეთ რომ შეესრულებინა - 34 ცდიდან მხოლოდ 17 ჩააგდო.

"საკრამენტოსა" და "კლივლენდის" მატჩის წინ, გავრცელდა ჭორი "კავალიერზსა" და "ნიუ
იორკს" შორის სავარაუდო ტრეიდის შესახებ, რომლის მიხედვითაც, გუნდები გაცვლიან კევინ ლავსა და კარმელო ენტონის. ამ ჭორის შესახებ ლებრონმა შემდეგი განაცხადა: "ჩვენ გვყავს 14 მოთამაშე. მზად უნდა ვიყოთ თითოეული მატჩისთვის. ჩვენ არ გვჭირდება ფენტეზი-კალათბურთი. ჩვენ გვყავს ისინი, ვინც გვყავს და უნდა გავიდეთ მოედანზე და ვითამაშოთ".
* * *
რასელ უესტბრუკმა გაუსწრო ლარი ბერდს და მეხუთე ადგილზე გადავიდა ყველა დროის სიაში სამმაგი დუბლების რაოდენობით. "ოკლაჰომას" ლიდერმა 27 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა და მე-60 სამმაგი დუბლი შეასრულა. რასელისთვის ეს იყო 23-ე სამმაგი სეზონში.

"ნიუ ორლეანს" დაუბრუნდა ენტონი დევისი, რომელმაც მხოლოდ 16 წუთი ითამაშა, ისევ ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში მოედანზე არ გამოჩენილა. იტყობინებიან, დევისს მარჯვენა ბარძაყის დაზიანების რეცივიდი აქვს.

* * *
"მაიამიმ" 10-დღიანი კონტრაქტი გაუფორმა ოკარო უაიტს, რომელმაც პირველი მატჩი ჩაატარა "ჰიტის" რიგებში და მის მიერ ბოლო წუთზე ჩაგდებული სამქულიანი აღმოჩნდა გადამწყვეტი "ბრუკლინთან" მატჩში.

"მაიამიმ" 18-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ შეძლო მოგება და ეს იყო მისი ზედიზედ მეხუთე გამარჯვება.

* * *
აიზია ტომასმა ზედიზედ 11 ქულა ჩააგდო მეოთხე მეოთხედში და "ბოსტონს" მოაგებინა 11-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ. ამით, "სელტიქსმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია. ტომასისთვის ეს იყო ზედიზედ 29-ე 20-ქულიანი მატჩი.

"ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა 30 ქულა და 12 შედეგიანი პასი მიითვალა, მაგრამ შვიდი შეცდომა დაუშვა. მან 15-დან სამი ბურთი ჩააგდო იქამდე, სანამ ბოლო სამი ტყორცნა არ მოათავსა კალათში, მაგრამ ამას მატჩის ბედზე გავლენა არ მოუხდენია. ჰარდენმა 11-დან ცხრა სამქულიანი ააცილა.

* * *
დღის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა მარკ გასოლი, რომელმაც 42 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა. ესპანელმა 25-დან 14 სროლა ჩააგდო, მათ შორის, ხუთი სამქულიანი, რაც ასევე მისი პირადი რეკორდია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გასოლმა აიღო გუნდის პირველი 16 ქულა.

მარკმა სირენამდე 36 წამით ადრე, ორი საჯარიმო ზუსტად ისროლა, რის შემდეგაც, "ტორონტოსთვის" გამარჯვების მოტანა შეეძლო კაილ ლაურის, მაგრამ სამქულიანი ააცილა. "ტორონტომ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო.

* * *
"ფილადელფიამ" ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა ტრავმირებული ჯოელ ემბიდის გარეშე, მაგრამ ისევ მოიგო. ნოელმა ორმაგი დუბლი შეასრულა, ჯერალდ ჰენდერსონმა კი სათადარიგოთა სკამიდან 20 ქულა ჩააგდო.

"ფილადელფიას" მსგავსად, გამოცოცხლდა კიდევ ერთი აუთსაიდერი - "დალასი". მან ბოლო შვიდ მატჩში მეხუთედ მოიგო.

* * *
"ჩიკაგო" სირენამდე სამი წუთით ადრე, 10 ქულით უგებდა "ატლანტას", მაგრამ "ჰოქსმა" 19:2 გაქცევა მოაწყო, რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი. "ატლანტამ" ამ სეზონში სამიდან სამჯერ მოუგო "ბულზს", სულ კი ამ გუნდის წინააღმდეგ ზედიზედ შშვიდი მოგება აქვს.

* * *
დამიენ ლილარდმა და სი ჯეი მაკალუმმა 24-24 ქულა ჩააგდეს და "პორტლენდს" "ლეიკერსთან" მოაგებინეს. "ბლეიზერსმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, "ლეიკერსი" კი ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ დამარცხდა.

ოლ სტარს ესენი გახსნიან
ცნობილი გახდა "ყველა ვარსკვლავის უქმეების" პირველი მატჩის მონაწილეების - აშშ-სა და მსოფლიოს ნაკრებთა შემადგენლობები. ამ მატჩში, ტრადიციულად, ლიგის ამომავალი ვარსკვლავები თამაშობენ - დებიუტანტები და მეორეწლიანები.

აშშ-ის ნაკრები: დევინ ბუკერი ("ფინიქსი"), მალკოლმ ბროგდონი ("მილუოკი"), მარკის კრისი ("ფინიქსი"), ბრენდონ ინგრემი ("ლეიკერსი"), ფრენკ კამინსკი ("შარლოტი"), ჯალილ ოკაფორი ("ფილადელფია"), დ'ანჯელო რასელი ("ლეიკერსი"), ჯონათონ სიმონსი ("სან ანტონიო"), კარლ-ენტონი თაუნსი ("მინესოტა"), მაილზ ტერნერი ("ინდიანა").

მსოფლიოს ნაკრები: ჯოელ ემბიდი ("ფილადელფია"), დანტე ეკზამი ("იუტა"), ბადი ჰილდი ("ნიუ ორლეანი"), ნიკოლა იოკიჩი ("დენვერი"), ტრეი ლაილზი ("იუტა"), ემანუელ მუდიაი ("დენვერი"), ჯამალ მიურეი ("დენვერი"), კრისტაპს პორზინგისი ("ნიუ იორკი"), დომანტას საბონისი ("ოკლაჰომა"), დარიო შარიჩი ("ფილადელფია").

კლივლენდი-საკრამენტო 112:116 (ო)
26:22, 21:31, 35:26, 22:25, 8:12
კ: ჯეიმსი (24+13 მოხსნა+11 პასი), ლავი (21+16 მოხსნა), ირვინგი (20+6 პასი), შამპერტი (16), კორვერი (12).
ს: კაზინსი (28+11 მოხსნა+9 პასი), კოლისონი (23), აფლალო (14), ტემპლი (12), რიჩარდსონი (12), კოული-სტაინი (8+10 მოხსნა).

ბოსტონი-ჰიუსტონი 120:109
24:27, 28:31, 36:28, 32:23
ბ: ტომასი (38+9 პასი), კრაუდერი (23+10 მოხსნა), ჰორფორდი (20+9 პასი).
ჰ: ჰარდენი (30+12 პასი), ანდერსონი (19), დეკერი (15), არიზა (12), კაპელა (12), ჰარელი (11).

ბრუკლინი-მაიამი 106:109
30:34, 36:21, 23:16, 17:38
ბ: ლოპესი (33), ბოგდანოვიჩი (17), ლევერტი (12), დინუიდი (10).
მ: უეიტერსი (24+8 პასი), ელინგტონი (22), დრაგიჩი (17+9 მოხსნა+9 პასი), რიდი (14), უაიტი (10+4 დაფარება).

ჩიკაგო-ატლანტა 114:119
29:22, 30:29, 24:27, 31:41
ჩ: ბატლერი (40), უეიდი (33), მაკდერმოტი (10), გორდონი (6+10 მოხსნა).
ა: შრიოდერი (24+9 პასი), მილსეპი (21), სეფოლოშა (18), ჰარდუეი (17), ბეიზმორი (16+7 პასი), ჰოვარდი (16+12 მოხსნა).

მილუოკი-ფილადელფია 109:114
39:33, 19:39, 24:16, 27:26
მ: მონრო (28+9 მოხსნა), პარკერი (20), ანტენტოკუნმპო (17+12 მოხსნა), ბროგდონი (10+7 პასი), ტელეტოვიჩი (10).
ფ: ჰენდერსონი (20), შარიჩი (17), ილიასოვა (17+9 მოხსნა), ნოელი (16+13 მოხსნა), სტაუსკასი (11), კოვინგტონი (11), მაკონელი (7+13 პასი).

მემფისი-ტორონტო 101:99
32:34, 24:23, 31:20, 14:22
მ: მ. გასოლი (42), რენდოლფი (16), ალენი (15+11 მოხსნა), კონლი (11).
ტ: ლაური (29+8 პასი), პაუელი (21), ჯოზეფი(15), კეროლი (11), ვალანჩუნასი (6+12 მოხსნა).

ნ. ორლეანი-ოკლაჰომა 105:114
20:33, 25:31, 37:28, 23:22
ნ-ო: მური (18), ევანსი (14+9 პასი), ჰოლიდეი (14+8 პასი), ჰილი (14), ჯონსი (12), მოტეიუნასი (10).
ო: უესტბრუკი (27+12 მოხსნა+10 პასი), ადამსი (20+11 მოხსნა+4 დაფარება), კანტერი(17+11 მოხსნა), ოლადიპო (15), აბრინესი (11).

შარლოტი-გ. სტეიტი 103:113
28:29, 19:24, 33:22, 23:38
შ: უოკერი (26+8 პასი), ბატუმი (16+8 პასი), კიდ-გილკრისტი (15), მარვ. უილიამსი (14), ბელინელი (14), ჰოიესი (10+13 მოხსნა).
გ-ს: დურანტი (33+4 დაფარება), კარი (28+6 პასი), ტომპსონი (19), გრინი (13+6 პასი), იგუოდალა (2+10 მოხსნა).

დალასი-ნიუ იორკი 103:95
30:25, 22:26, 26:22, 25:22
დ: ბარნსი (23), სეტ კარი (20), ნოვიცკი (19), ანდერსონი (11).
ნ-ი: ენტონი (30), ლი (23), როუზი (13), პორზინგსი (13), ერნანგომესი (8+16 მოხსნა).

პორტლენდი-კლივლენდი 105:98
30:31, 29:27, 24:17, 22:23
პ: ლილარდი (24), მაკალუმი (24), პლამლი (19+13 მოხსნა), კრები (12), ტერნერი (11), ვონლე (8+10 მორხსნა).
კ: იანგი (15), ზუბაცი (12+10 მოხსნა), უილიამსი (31), კლარკსონი (22).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული