ლეგენდარული კალათბურთელი შაკილ ო'ნილი და ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი ჰიუსტონს სტუმრობდნენ და იქ სუპერბოულს დაესწრნენ.
თამაშის დაწყების წინ, შაკმა და რიოს ოლიმპიადის ოთხგზის ჩემპიონმა ფოტო გადაიღეს. ცნობისთვის, ო'ნილი 216 სანტიმეტრია, ბაილზი - 149 სანტიმეტრი. ფოტო სიმონამ საკუთარ "ინსტაგრამზე" დადო.