ასეთი რამ პირველად მოხდა - შაკილ ონილის გალიაში გადაღების დროს ზვიგენი შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდების დარბაზის წევრმა და TNT-ის ექსპერტმა შაკილ ონილმა შოუ Shark Week-ში მიიღო მონაწილეoბა.

"ზვიგენების კვირა" - ყოველწლიური შოუა, რომელიც Discovery Channel-ზე 30 წლის განმავლობაში გადის.

შოუს დროს ონილი დაცულ გალიაში ჩავიდა, სადაც გარშემო ზვიგენები იყვნენ. ყოფილი კალათბურთელის გაბარიტებიდან გამომდინარე, შოუს მონაწილეებს უფრო დიდი გალიის გაკეთება მოუწიათ.

თუმცა ერთ-ერთ ხვრელში ზვიგენმა შეღწევა მაინც შეძლო, რაც Shark Week-ის ისტორიაში პირველად მოხდა. ამის შემდეგ მყვინთავებმა ზვიგენის ყურადღება მიიქციეს და შაკილმა გალია უსაფრთხოდ დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შაკმა ვერ დაინახა,თორემ საწყალ ზვიგენს,ვეღარაფერი გადაარჩენდა.
სოსო
14:04 25-07-2018
1

სიახლეები პოპულარული