NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჩხუბი "მედისონ სკვერ გარდენში"

AutoSharing Option
გუშინ, "ნიუ იორკისა" და "კლიპერსის" მატჩის მსვლელობისას, "მედისონ სკვერ გარდენის" ტრიბუნაზე "ნიქსის" ყოფილი მცველი ჩარლზ ოუკლი დააკავეს.

ინციდენტი პირველი მეოთხედის შუაში მოხდა. 53 წლის ოუკლი "ნიუ იორკის" მფლობელის ჯეიმს დოლანის უკან იჯდა. ისინი დიდი ხანია ერთმანეთს ემტერებიან. ერთ-ერთ მომენტში ოუკლი თავისი ადგილიდან ადგა და ყვირილი დაიწყო, თან დოლანს ხელი უბიძგა. ამის შემდეგ, ყოფილ კალათბურთელს დაცვის თანამშრომლები აშოშმინებდნენ, მაგრამ ოუკლიმ მათაც აუტეხა ჩხუბი. ბოლოს, ინციდენტის ადგილას პოლიციელები მივიდნენ, ოუკლი იატაკზე დააწვინეს და ხელბორკილები დაადეს.

თავისი კარიერის დიდი ნაწალი ჩარლზ ოუკლიმ "ნიუ
იორკში" გაატარა, სადაც 1988-98 წლებში თამაშობდა. 90-იანი წლების შუაში, ის NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო მომხსნელი იყო, 1994 წელს კი მონაწილეობა მიიღო "ყველა ვარსკვლავის მატჩში". ოუკლი 21-ე ადგილზეა NBA-ის ისტორიაში მოხსნების რაოდენობით.

"კლივლენდს" კორვერი პირველად გამოადგა, "მაიამიმ" კი უნიკალური რეკორდი დაამყარა
კაილ კორვერმა პირველად გაიბრწყინა "კლივლენდის" შემადგენლობაში. ექს-ატლანტელმა 12-დან 10 სროლა ჩააგდო, მათ შორის, ცხრიდან რვა სამქულიანი და 29 ქულა დააგროვა, რაც სეზონში მისი პირადი რეკორდია. ამდენივე ჰქონდა კაირი ირვინგს, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა 25 ქულა აიღო. "კლივლენდმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და შეწყვიტა "ინდიანას" შვიდმატჩიანი მოგებათა სერია.

ამ მატჩის შემდეგ, კორვერმა სამქულიანების რაოდენობით ყველა დროის სიაში ჯეისონ კიდს გაუსწრო. სხვათა შორის, ამ სიაში მოქმედ კალათბურთელთგან, კორვერზე წინ მხოლოდ სამი მოთამაშეა - ჯამალ კროუფორდი, ვინს კარტერი და ჯეისონ ტერი.

პირველი ტაიმის ექვსი ქულით წაგების შემდეგ, "კავალიერზმა" მესამე მეოთხედი 40:18 მოიგო.

* * *
"მაიამი" უნიკალური რეკორდის მფლობელი გახდა. ამ გუნდმა გუშინ, "მილუოკი" დაამარცხა და მოგებათა სერია 12 მატჩამდე აიყვანა. ეს არის გამარჯვებათა ყველაზე გრძელი სერია ისტორიაში იმ გუნდებისთვის, რომლებსაც გათამაშების ცხრილში უარყოფითი ბალანსი აქვთ. ჯერ კიდევ იანვარში, "მაიამის" 11 მოგება ჰქონდა 41 მატჩში, ახლა კი 23 მოგებით მეათე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

"მაიამისგან" განსხვავებით, ძალიან უჭირს "მილუოკის", რომელმაც ბოლო 13 მატჩში 11 წაგება აქვს.

* * *
"ატლანტამ" მესამე მეოთხედის დასაწყისისთვის 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც თითქმის გაფლანგა სირენამდე ორი წუთით ადრე. "დენვერი" ოთხ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ იქვე პოლ მილსეპმა და დენის შრიოდერმა ზედიზედ ხუთი ქულა აიღეს და "ატლანტამ" მატჩზე კონტროლი დაიბრუნა.

* * *
"ფილადელფიამ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი ჩაატარა ჯოელ ემბიდის გარეშე და მიუხედავად ამისა, დიდი წინააღმდეგობა გაუწია დასავლეთი კონფერენციის მეორე გუნდს. "სან ანტონიოს" რიგებში გაიბრწყინა კავაი ლენარდმა, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო, აქედან რვა მატჩის დასკვნით ნაწილში, როცა თამაშის ბედი ჯერ გაურკვეველი იყო.

* * *
"იუტას" ვეტერანმა ჯო ჯონსონმა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო შეხვედრა და 27 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდის რიგებში. მან რვიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო, "ჯაზმა" კი დიდი ანგარიშით დაამარცხა "ნიუ ორლეანი" და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

არ წაუვიდა თამაში "პელიკანსის" ლიდერს ენტონი დევისს, რომელმაც 12-დან რვა ტყორცნა ააცილა, თუმცა, ორმაგი დუბლი მაინც შეასრულა - 12 ქულა და 10 მოხსნა.

* * *
"ბრუკლინს" შეეძლო 10-მატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა, როცა 12-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა მეოთხე მეოთხედში და "ვაშინგტონთან" შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. მაგრამ, დამატებით დროში შესანიშნავად ითამაშა ოტო პორტერმა, რომელმაც ექვსი ქულა აიღო და დიდი წვლილი შეიტანა დედაქალაქელთა მოგებაში.

* * *
გრანდიოზული ჩხუბით დასრულდა შეხვედრა "მემფისსა" და "ფინიქსს" შორის, რის გამოც, მსაჯებმა ბოლო წუთზე სამი კალათბურთელი გააძევეს მოედნიდან. თავად შეხვედრა "მემფისმა" იოლად მოიგო იმის მიუხედავად, რომ ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლდა - ზაკ რენდოლფი და ვინს კარტერი.

* * *
"კლიპერსმა" თავისი მაღლების წყალობით შეძლო "ნიქსის" დამარცხება: ბლეიკ გრიფინმა 32 ქულა დააგროვა, დეანდრე ჯორდანმა კი 28 ქულა და 15 მოხსნა აიღო. ნიუიორკელმა კარმელო ენტონიმ 28 ქულა და ცხრა მოხსნა მიითვალა, მაგრამ სირენამდე 8.9 წამით ადრე ააცილა სამქულიანი, რომელსაც შეეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა.

"ნიქსმა" ამ სეზონში პირადი რეკორდი დაამყარა პირველ ტაიმში დაგროვებული ქულებით, მაგრამ მაინც წააგო პირველი ნახევარი - 67:68.

* * *
საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე, ტაიუს ჯონსის სამქულიანმა და შემდეგ, ენდრიუ უიგინსის ორმა საჯარიმომ "მინესოტას" რთული გამარჯვება მოუტანა "ტორონტოს" წინააღმდეგ. ბოლო წამებზე კაილ ლაურის სამქულიანით შეეძლო თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ ააცილა.

უიგინსმა 31 ქულა დააგროვა, ხოლო კარლ-ენტონი თაუნსმა 29 ქულითა და 14 მოხსნით სეზონში 41-ე ორმაგი დუბლი შეასრულა.

* * *
კლეი ტომპსონმა თავის 27-ე დაბადების დღეზე კარგი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს - "გოლდენ სტეიტის" სნაიპერმა ექვსი სამქულიანი ჩააგდო და 28 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო მატჩში.

"უორიორზს" ძალიან გაუადვილა საქმე იმან, რომ "ჩიკაგოს" რიგებში ზედიზედ მესამე მატჩს ტოვებდა ჯიმი ბატლერი და აგრეთვე, არ თამაშობდა დუეინ უეიდი.

* * *
"საკრამენტოს" ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო აკლდა თავისი ლიდერი დემარკუს კაზინსი, ასევე პირველ ტაიმში დაკარგა მცველი ტაი ლოუსონი, მაგრამ მაინც მოუგო "ბოსტონს" 16 ქულის სხვაობით.

ფილადელფია-სან ანტონიო 103:111
23:29, 28:29, 24:24, 28:29
ფ: ოკაფორი (20), შარიჩი (20), კოვინგტონი (18), სტაუსკასი (16+7 პასი), ილიასოვა (11).
ს-ა: ლენარდი (32), პარკერი (18), ოლადიპო (15+10 მოხსნა), გრინი (11), დედმონი (10+11 მოხსნა).

ინდიანა-კლივლენდი 117:132
36:25, 27:32, 18:40, 36:35
ი: მაილზი (23), ტიგი (22+14 პასი), ჯორჯი (22+6 პასი), ელისი (13).
კ: ირვინგი (29+7 პასი), კორვერი (29), ჯეიმსი (25+9 პასი), ლავი (14+10 მოხსნა), ტომპსონი (6+10 მოხსნა).

ბრუკლინი-ვაშინგტონი 110:114 (ო)
22:31, 27:28, 23:20, 28:21, 10:14
ბ: ბოგდანოვიჩი (21), ლოპესი (20), ბუკერი (14+11 მოხსნა), ჰოლის-ჯეფერსონი (13+11 მოხსნა), კილპატრიკი (10).
ვ: ბილი (31), უოლი (23+12 პასი), პორტერი (20+10 მოხსნა), სმიტი (15), გორტატი (14+14 მოხსნა).

ატლანტა-დენვერი 117:106
39:30, 33:25, 26:32, 19:19
ა: შრიოდერი (24+10 პასი), მილსეპი (23), ბეიზმორი (14), ჰარდუეი (14+6 პასი), ჰოვარდი (11+13 მოხსნა), ბემბრი (10), მუსკალა (10).
დ: ჩენდლერი (24), იოკიჩი (18+15 მოხსნა), ბარტონი (17+7 პასი), ჰარისი (13), მიურეი (11), არტური (10).

დეტროიტი-ლეიკერსი 121:102
25:25, 31:25, 36:20, 29:32
დ: დრამონდი (24+17 მოხსნა+4 დაფარება), ლუერი (20), ჰარისი (19), მორისი (14), სმიტი (10+7 პასი), ბეინსი (10).
ლ: რენდლი (17), უილიამსი (17), ინგრემი (15), კლარკსონი (12), ბლეკი (8+10 მოხსნა).

მილუოკი-მაიამი 88:106
15:28, 29:27, 19:26, 25:25
მილ: ანტენტოკუნმპო (22), პარკერი (14), ბიზლი (11).
მაი: უაიტსაიდი (23+16 მოხსნა), ჯ. ჯონსონი (20), ელინგტონი (17), დრაგიჩი (16+7 პასი), მაკგრუდერი (10).

მემფისი-ფინიქსი 110:91
24:15, 22:23, 33:27, 31:26
მ: კონლი (23), მ. გასოლი (19), დენიელსი (14), დაგლასი (11), გრინი (11+10 მოხსნა), ალენი (10).
ფ: ბუკერი (20), ბლედსოუ (16), ნაითი (16), ლენი (11), ტაკერი (6+10 მოხსნა), ჩენდლერი (5+10 მოხსნა).

ნ. ორლეანი-იუტა 94:127
25:32, 28:30, 16:28, 25:37
ნ-ო: ჯონსი (21), ჰოლიდეი (15), მური (13), დევისი (12+10 მოხსნა+6 დაფარება), ფრეიზერი (11).
ი: ჯონსონი (27), ჯორჯ ჰილი (19), ჰეივორდი (17), ბერკსი (13), ფეივორსი (12), ეკზამი (11), გობერი (10+16 მოხსნა).

მინესოტა-ტორონტო 112:109
25:33, 28:30, 30:25, 29:21
მ: უიგინსი (31+6 პასი), თაუნსი (29+14 მოხსნა), მუჰამადი (22), ჯენგი (11+9 მოხსნა).
ტ: დეროზანი (30), ლაური (20), კეროლი (19+9 მოხსნა), ვალანჩუნასი (16), როსი (11).
ნიუ იორკი-კლიპერსი 115:119
36:36, 31:32, 28:20, 20:31
ნ-ი: ენტონი (28+9 მოხსნა), პორზინგისი (27), როუზი (20+8 პასი), ო’ქუინი (18).
კ: გრიფინი (32), ჯორდანი (28+15 მოხსნა), კროუფორდი (20), რედიკი (14), რივერსი (7+10 პასი).

გ. სტეიტი-ჩიკაგო 123:92
30:17, 25:24, 31:29, 37:22
გ-ს: ტომპსონი (28), დურანტი (22+10 მოხსნა+7 პასი), გრინი (19+6 პასი), კარი (13+6 პასი), მაკგი (13), ლუნი (10).
ჩ: ლოპესი (17+10 მოხსნა), გიბსონი (15+9 მოხსნა), გრანტი (12), რონდო (12+8 პასი), მიროტიჩი (10).

საკრამენტო-ბოსტონი 108:92
19:28, 30:21, 28:22, 31:21
ს: კოლისონი (26), ტოლივერი (11), კუფოსი (6+11 მოხსნა), მაკლემორი (17), ბარნსი (14+11 მოხსნა), კოული-სტაინი (14).
ბ: ტომასი (26+7 პასი), ჯონსონი (14), ჰორფორდი (10), სმარტი (10).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 51 36 15 70.6
2. ბოსტონი 52 33 19 63.5
3. ვაშინგტონი 52 31 21 59.6
4. ტორონტო 54 32 22 59.3
5. ატლანტა 53 31 22 58.5
6. ინდიანა 52 29 23 55.8
7. ჩიკაგო 53 26 27 49.1
8. დეტროიტი 53 25 28 47.2
9. შარლოტი 52 24 28 46.2
10. მაიამი 53 23 30 43.4
11. მილუოკი 51 22 29 43.1
12. ნიუ იორკი 54 22 32 40.7
13. ორლანდო 54 20 34 37.0
14. ფილადელფია 52 18 34 34.6
15. ბრუკლინი 53 9 44 17.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 52 44 8 84.6
2. სან ანტონიო 52 40 12 76.9
3. ჰიუსტონი 55 38 17 69.1
4. იუტა 53 34 19 64.2
5. კლიპერსი 53 32 21 60.4
6. მემფისი 55 33 22 60.0
7. ოკლაჰომა 53 30 23 56.6
8. დენვერი 52 23 29 44.2
9. პორტლენდი 53 23 30 43.4
10. საკრამენტო 53 21 32 39.6
11. დალასი 52 20 32 38.5
12 ნ. ორლეანი 53 20 33 37.7
13. მინესოტა 53 20 33 37.7
14. ლეიკერსი 55 18 37 32.7
15. ფინიქსი 53 16 37 30.2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული