NBA All Stars: ჩატენვების, 3-ქულიანებისა და ოსტატობის კონკურსები [VIDEO]

AutoSharing Option
ნიუ ორლეანში "ყველა ვარსკვლავის უქმეები", ტრადიციულად, პარასკევს, ამომავალი ვარსკვლავების მატჩით დაიწყო, რომელშიც აშშ-ის ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს ხვდებოდა.

აშშ-მსოფლიო 141:150
66:77, 75:73
აშშ: კამინსკი(33), თაუნსი (24+11 მოხსნა), სიმონსი (19), ბუკერი (17+6 პასი), ტერნერი (12), რასელი (12), ოკაფორი (10), კრისი (7), ინგრემი (4), ბროგდონი (3+5 პასი).
მსოფლიო: მიურეი (36+11 პასი), ჰილდი (28+6 მოხსნა), პორზინგისი (24+10 მოხსნა), შარიჩი (17+5 მოხსნა), იოკიჩი (12+11 მოხსნა+8 პასი), ეკზამი (11), საბონისი (10), ლაილსი (7), აბრინესი (3), ერნანგომესი (2+6 მოხსნა).

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა "დენვერის" გამთამაშებელი ჯამალ მიურეი, რომელმაც
36 ქულა დააგროვა და ამას 11 შედეგიანი პასი დაუმატა. კანადელმა დებიუტანტმა ცხრა სამქულიანი ჩააგდო და 27 ქულა მეორე ტაიმში აიღო.

მიურეი მეორე კანადელია, რომელმაც ამომავალი ვარსკვლავების მატჩში MVP-ის პრიზი დაიმსახურა. 2015 წელს ეს ჯილდო ერგო ენდრიუ უიგინსს "მინესოტადან".

* * *
შაბათს "ოლ სტარზე" ტრადიციული კონკურსების დღე იყო.

"ჰიუსტონის" მცველი ერიკ გორდონი სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული გახდა. პირველ რაუნდში მან 25 ქულა დააგროვა, მეორეში - 20 და ფინალში გავიდა, სადაც "კლივლენდის" მცველს, კაირი ირვინგს დაუპირისპირდა. გადამწყვეტ დუელში მათ თანაბარი ქულები დააგროვეს (20:20) და დაინიშნა დამატებითი სროლები, რომელიც უფრო უკეთ გორდონმა შეასრულა - 21:18.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჰიუსტონელი მიმდინარე სეზონში მეოთხეა ლიგაში რეალიზებული სამქულიანების რაოდენობით.

ამ კონკურსის ფინალში ყველა ირვინგისა და შარშანდელი გამარჯვებულის, კლეი ტომპსონის ბრძოლას ელოდა, მაგრამ "გოლდენ სტეიტის" სნაიპერმა პირველი რაუნდი ვერ გადალახა.

* * *
"ოსტატობის კონკურსის" გამარჯვებული გახდა "ნიუ იორკის" ლატვიელი ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი. ფინალამდე მან "საკრამენტოსა" და "დენვერის" "მაღლები" - დემარკუს კაზინსი და ნიკოლა იოკიჩი დაამარცხა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი "იუტა ჯაზის" წევრს, გორდონ ჰეივორდს აჯობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შარშან ამ კონკურსის გამარჯვებული იყო "მინესოტას" ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი.

* * *
ამერიკულმა პრესამ იმედგაცრუება უწოდა ჩატენვების კონკურსს, რადგან მონაწილეებმა დიდად ვერც ფანტაზიით და ვერც ოსტატობით გააკვირვეს მაყურებელი.

პირველი ეტაპის შემდეგ, ფინალში გადავიდნენ "ინდიანას" მსუბუქი ფორვარდი გლენ რობინსონი, რომელმაც 91 ქულა დააგროვა (50 პირველი ჩატენვისთვის და 41 - მეორესთვის) და "ფინიქს სანზის" მსუბუქი ფორვარდი დერიკ ჯონსი - 95 ქულა (45+50).

მათ აჯობეს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ცენტრს, დეანდრე ჯორდანს - 84 ქულა (41+43) და "ორლანდო მეჯიქის" მძიმე ფორვარდს, შარშანდელ ფინალისტ აარონ გორდონს - 72 ქულა (38+34).

ფინალში რობინსონმა 94 ქულა (44+50) დააგროვა, ჯონსმა კი სამი ცდა გამოიყენა და მაინც ვერ შეძლო პირველი დანქის შესრულება და ბრძოლა 87 ქულით (37+50) დაასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული