NBA: იქნება 4-ქულიანი და 10-ქულიანი ტყორცნები

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა განაცხადა, რომ ლიგა მომდევნო წლიდან აპირებს ცვლილებების შეტანას "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ფორმატში, რათა ის უფრო საინტერესო გახდეს მაყურებლისთვის.

"ამასთან დაკავშირებით მქონდა ლაპარაკი კრის პოლთან. ის აქტიურად ითხოვს ცვლილებებს. ადრე, მე მოვისმინე იდეა ოთხქულიანი ტყორცნის შესახებ. ასეთი რამ ნამდვილად არ იქნება NBA-ის მატჩებში, მაგრამ შეიძლება ვცადოთ "ოლ სტარზე".

შესაძლოა, შემოვიღოთ ბოლო წუთზე ათქულიანი ტყორცნა მოედნის ცენტრიდან. უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი. შესაძლოა, ეს გიჟური იდეებიცაა.

ვთხოვ ყველას, მომწეროს ამ მისამართზე - Adam@NBA.com. ძალიან გვინდა შევცვალოთ ფორმატი
მომდევნო წელს. არავინ ამბობს, რომ პლეი ოფის მატჩების დონეზე იქნება ბრძოლა, მაგრამ კალათბურთელებმა უნდა ითამაშონ", - მოჰყავს სილვერის სიტყვები ESPN-ს.

NBA-ის კომისარი ასევე ამბობს, რომ თუ ლიგაში სხვა ქვეყნების ხარჯზე გუნდების გაზრდის საკითხი დადგება დღის წესრიგში, მაშინ ასოციაცია უპირატესობას მიანიჭებს მეხიკო-სიტის წარმომადგენლებს.

"ახალ საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებით, ყველაზე დეტალურად შევისწავლით ახალი გუნდის მიღების შესაძლებლობას მეხიკო-სიტიდან", - განაცხადა სილვერმა.

მანვე დაამატა, რომ განიხილავს სეზონებს შორის ,შესვენებისას მეხიკოში ტურნირის ორგანიზების შესაძლებლობას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მექსიკაში კალათბურთის პოპულარიზაციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული