არადა, სტუმრებმა მატჩი ცუდად დაიწყეს და პირველი ტაიმის შემდეგ, 14 ქულით აგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში თანდათან გაათანაბრეს თამაში, ბოლო მეოთხედში კი გაათანაბრეს ანგარიში.
* * *
გუშინ, კიდევ ერთი ბაზერ-ბიტერი "ინდიანას" ფორვარდმა გლენ რობინსონმა ჩააგდო სირენამდე 0.6 წამით ადრე და თავის გუნდს "ატლანტასთან"
"ჰოქსმა" ორნიშნა უპირატესობას პირველივე მეოთხედში მიაღწია, თუმცა დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმში თითქმის მუდმივად ქულა ქულაში თამაში მიდიოდა, მაგრამ 1.43 წუთით ადრე, "ატლანტა" ექვსი ქულით გავიდა წინ. დარჩენილ დროში "ინდიანამ" ქულა აღარ ჩააგდებინა მეტოქეს და მატჩი 7:0 გაქცევით დაასრულა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა პოლ ჯორჯი. "ინდიანას" ლიდერმა ცხრიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და 34 ქულა დააგროვა. ეს მხოლოდ მე-11 30-ქულიანი მატჩი იყო სეზონში ჯორჯისთვის.
* * *
უცნაურად წააგო შეხვედრა "ბოსტონმა" სტუმრად "ფინიქსის" წინააღმდეგ. მასპინძლებმა სირენამდე ოთხი წამით ადრე გაათანაბრეს ანგარიში. "ბოსტონის" ლიდერი აიზია ტომასი ბურთის შემოტანისას შეცდა, ბურთი მიიღო ტაილერ ულისმა და ბოლო წამზე სამქულიანით მოაგებინა "სანზს".
"ფინიქსს" 63 მატჩში მხოლოდ 21 მოგება აქვს, თუმცა, აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდებთან 13 მოგება და ცხრა წაგება დაუგროვდა.
* * *
ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა "ვაშინგტონის" ხორვატმა ლეგიონერმა ბოგდან ბოგდანოვიჩმა. მან ათიდან რვა სამქულიანი ჩააგდო, 27 ქულა დააგროვა და აქედან 15 ბოლო მეოთხედზე მოდის. დედაქალაქურმა კლუბმა ერთი ქულით მოიგო, არადა, 17 ქულით აგებდა მატჩის მსვლელობისას.
ატლანტა-ინდიანა 96:97
30:19, 20:31, 24:31, 22:16
ა: ჰარდუეი (24), მილსეპი (23+10 მოხსნა), შრიოდერი (18), სეფოლოშა (12), ჰოვარდი (9+14 მოხსნა).
ი: ჯორჯი (34), ტიგი (16), მაილზი (13), რობინსონი (11).
ნიუ იორკი-გ. სტეიტი 105:112
18:29, 32:20, 26:35, 29:28
ნ-ი: როუზი (28), პორზინგისი (24+15 მოხსნა), ენტონი (15), ჰოლიდეი (10).
გ-ს: კარი (31), ტომპსონი (29), გრინი (13), ფაჩულია (10).
ფინიქსი-ბოსტონი 109:106
19:22, 30:20, 32:35, 28:29
ფ: ბლედსოუ (28+9 პასი), იულისი (20), ბუკერი (16), უორენი (14), უილიამსი (11+15 მოხსნა), კრისი (10+5 დაფარება).
ბ: ტომასი (35), კრაუდერი (16+10 მოხსნა), ბრაუნი (14), როზირი (14), ჯონსონი (13), სმარტი (11).
ვაშინგტონი-ორლანდო 115:114
25:28, 20:33, 34:29, 36:24
ვ: ბილი (32), ბოგდანოვიჩი (27), უოლი (19+10 პასი), პორტერი (11), გორტატი (7+11 მოხსნა).
ო: როსი (20), ფურნიე (18), პეიტონი (15), გორდონი (15+11 მოხსნა), ბიიომბო (14+15 მოხსნა), გრინი (12), ჰეზონია (12).
საკრამენტო-იუტა 109:110 (ო)
31:25, 28:20, 22:24, 16:28, 12:13
ს: ლოუსონი (19), კოლისონი (18), აფლალო (17), კოული-სტაინი (15), კუფოსი (12+10 მოხსნა), ტემპლი (11), ჰილდი (10).
ი: ჰუდი (28), ჰეივორდი (23), გობერი (16+24 მოხსნა), ჯოჯრ ჰილი (15).
ლეიკერსი-ნ. ორლეანი 97:105
20:26, 39:29, 14:28, 24:22
ლ: იანგი (19), რასელი (16), ინგრემი (16), კლარკსონი (14)
ნ-ო: დევისი (31), კაზინსი (26+15 მოხსნა), ჰოლიდეი (20+12 პასი), მური (13).
დალასი-ოკლაჰომა 104:89
28:27, 32:23, 28:21, 16:18
დ: სეტ კარი (22), ნოვიცკი (18+12 მოხსნა), ბარნსი (17), ნოელი (13).
ო: უესტბრუკი (29), ადამსი (19), კანტერი (16+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"