"სან ანტონიომ" "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ლიდერობა ჩამოართვა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსი" NBA-ის ლიდერი გახდა.

14 მარტს "სან ანტონიომ" "ატლანტას" უმასპინძლა და ანგარიშით 107:99 დაამარცხა. ამ მოგებით "სპურსმა" ლიგაში პირველობა ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტს" ჩამოართვა.

აღსანიშნავია, რომ "სპურსაც" და "უორიორსაც" მოგებებისა (54) და წაგებების (14) ერთნაირი მაჩვენებლი აქვთ, თუმცა "სან ანტონიომ" პირად შეხვედრებში ორჯერ იმარჯვა და შესაბამისად ლიგის პირველ ადგილზე გადავიდა.

"ატლანტასთან" "სპურსს" კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელიც ტვინის შერყევის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და 31 ქულა, 5 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-ჩიკაგო 109:115
ტორონტო-დალასი
100:78
მემფისი-მილუოკი 113:93
მინესოტა-ვაშინგტონი 119:104
იუტა-ლოს ანჯელეს კლიპერსი 114:108
დენვერი-ლეიკერსი 129:101
საკრამენტო-ორლანდო 120:115
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული