"გოლდენ სტეიტი": ახალი ცნობები კევინ დურანტის შესახებ

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ფორვარდმა კევინ დურანტმა დამცავი სახვევების მოხსნის ნებართვა მიიღო და სტატიკური მდგომარეობიდან ტყორცნები დაიწყო. ამის შესახებ ESPN.com იტყობინება.

დურანტი მუხლის ძვლის ტრავმას იშუშებს. უახლოეს დროში ფორვარდი ე.წ. ჯამფერს დაიწყებს, რაც ახტომის დროს ტყორცნას გულისხმობს.

დურანტი დამატებით გამოკვლევას მარტის ბოლოს გაივლის. ექიმები კალათბურთელის მდგომარეობას შეაფასებენ და გადაწყვეტენ, მზად იქნება თუ არა ის მოედანზე დასაბრუნებლად რეგულარულ ჩემპიონატში.

შეგახსენებთ, რომ დურატმა ტრავმა მას შემდეგ მიიღო, რაც ფეხზე შემთხვევით თანაგუნდელი ზაზა ფაჩულია დაეცა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია მალე გამოჯანმრთელდეს! ყველაზე მნიშვნელოვანი კალათბურთელია, თან ზაზამ დააზიანა მაინც და მაინც.
irakli
11:03 17-03-2017
0
Aburjga-ს. მუხლის სახსარია და ძვალიც არსებობს? :-D რაღაც სიახლეა ანატომიაში. :-D
Baxt
17:19 16-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული