ამ თამაშის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო მესამე მეოთხედის ბოლოს, ჩხუბი რობინ ლოპესსა და სერჟ იბაკას შორის. მათი კონფლიქტი მუშტი-კრივში გადაიზარდა და ორივენი გააძევეს მოედნიდან.
* * *
"ნიუ ორლეანში" დემარკუს კაზინსის გადასვლამ უკვე დაიწყო შედეგის მოტანა. ყოფილ საკრამენტოელს დაახლოებით 8-10 მატჩი დასჭირდა ახალ პარტნიორებთან შესაგუებლად და ახლა,
კაზინსი საუკეთესო იყო "ნიუ ორლეანში" 41 ქულითა და 17 მოხსნით. დემარკუსის წილი 21:0 გაქცევაში ცხრა ქულა იყო. "პელიკანსმა" ზედიზედ მესამე და ბოლო ექვსში მეხუთე მატჩი მოიგო.
* * *
"სან ანტონიომ" პირველი ტაიმის შემდეგ ცხრაქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, შეძლო "მინესოტას" დამარცხება. ეს იყო "მგლების" ზედიზედ მეოთხე წაგება.
"მინესოტას" რიგებში 25 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა კარლ-ენტონი თაუნსმა, რომლისთვისაც ეს იყო 53-ე ორმაგი დუბლი სეზონში.
"სან ანტონიო" კვლავაც სამი მოგებით ჩამორჩება რეგულარულის ლიდერ "გოლდენ სტეიტს".
* * *
"მაიამი" თანდათან იკიდებს ფეხს პლეი ოფის ზონაში. ფლორიდელებმა ისარგებლეს "დეტროიტის" წაფორხილებით და ახლა, მერვე ადგილზე არიან.
"ჰიტის" რიგებში 23 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა ჰასან უაიტსაიდმა. მან სეზონში უკვე 936 მოხსნა დააგროვა, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. წინა მიღწევის ავტორი იყო რონ საიკლი - 934 მოხსნა 1991-92 წლების სეზონში. საინტერესოა, რომ საიკლიმ მაშინ 79 მატჩი ჩაატარა, უაიტსაიდმა კი 936 მოხსნა 66 მატჩში დააგროვა.
"მაიამის" მსგავსად, ფანტასტიკური ტემპი აკრიფა "მილუოკიმ". "ბაქსსა" და "ჰიტს" 35-35 მოგება აქვთ და მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფენ. "მილუოკისთვის" ეს იყო მეცხრე მოგება 11 მატჩში.
* * *
ლოსანჯელესურ დერბიში "კლიპერსმა" დიდი ანგარიშით მოუგო "ლეიკერსს". მატჩის მსვლელობისას, დოკ რივერსის შეგირდთა უპირატესობა 37 ქულას აღწევდა.
"კლიპერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და გაუთანაბრდა გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფ "იუტას".
"ლეიკერსისთვის" ეს იყო ზედიზედ მეექვსე წაგება, აგრეთვე მე-14 მარცხი ბოლო 15 მატჩში.
ტორონტო-ჩიკაგო 122:120 (ო)
27:31, 27:28, 25:35, 34:19, 9:7
ტ: დეროზანი (42+7 მოხსნა+8 პასი), ჯოზეფი (19), იბაკა (16), ტაკერი (8+12 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (37+10 მოხსნა+6 პასი), რონდო (24+8 პასი), ციპზერი (12), ლოპესი (12).
მაიამი-ფინიქსი 112:97
23:26, 36:20, 25:17, 28:34
მ: უაიტსაიდი (23+14 მოხსნა), ტ. ჯონსონი (17+5 ჩაჭრა), დრაგიჩი (16), რიჩარდსონი (14), რიდი (12+7 მოხსნა), ელინგტონი (11), ჯ. ჯონსონი (10).
ფ: კრისი (24+7 მოხსნა), ბარბოზა (13), უორენი (12), ლენი (12+11 მოხსნა+4 დაფარება), ბუკერი (11).
ბრუკლინი-დეტროიტი 98:96
22:31, 28:13, 24:21, 24:31
ბ: ლოპესი (29+7 მოხსნა), ლევერტი (15), მაკდენიელსი (11), დინუიდი (10+8 მოხსნა), გუდვინი (10).
დ: ჰარისი (24), კოლდუელ-პოუპი (19), სმიტი (16+7 მოხსნა), მორისი (13), დრამონდი (13+17 მოხსნა).
ნ. ორლეანი-მემფისი 95:82
21:23, 13:18, 32:13, 29:28
ნ-ო: კაზინსი (41+17 მოხსნა), დევისი (19+13 მოხსნა), ჰოლიდეი (11+6 პასი), კროუფორდი (10).
მ: კონლი (16), გრინი (12), დენიელსი (12), მ. გასოლი (10+8 მოხსნა), ჰარისონი (10).
დალასი-გ. სტეიტი 87:112
30:28, 20:34, 21:29, 16:21
დ: ნოვიცკი (16+9 მოხსნა), ნოელი (14+7 მოხსნა), ფერელი (12), სეტ კარი (10).
გ-ს: ტომპსონი (23), კლარკი (18), სტეფ კარი (17+9 პასი), მაკოუ (10).
მინესოტა-ს. ანტონიო 93:100
23:25, 28:17, 16:31, 26:27
მ: თაუნსი (25+14 მოხსნა), უიგინსი (22), მუჰამადი (18).
ს-ა: ოლდრიჯი (26), ლენარდი (22), ჯინობილი (11), პ. გასოლი (11), გრინი (10).
პორტლენდი-მილუოკი 90:93
21:18, 14:30, 28:19, 27:26
პ: ლილარდი (31+7 პასი), მაკალუმი (21), ნურკიჩი (11+14 მოხსნა), კრები (11).
მ: მიდლტონი (26), ანტენტოკუნმპო (22+8 მოხსნა).
ლეიკერსი-კლიპერსი 109:133
24:33, 16:37, 34:38, 35:25
ლ: ინგრემი (21), რენდლი (19+7 მოხსნა), რასელი (18), ზუბაცი (17+7 მოხსნა), რობინსონი (16).
კ: პოლი (27+8 მოხსნა), რედიკი (24), რივერსი (18), კროუფორდი (15), გრიფინი (12+8 პასი), ჯორდანი (12+11 მოხსნა), ბასი (10), სპეიტსი (10+7 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"