NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ერთი სამმაგი რეკორდამდე, ბოსტონის 50-ე მოგება

AutoSharing Option
მორიგი სათამაშო დღის გმირი ისევ "ოკლაჰომას" ლიდერი რასელ უესტბრუკი გახდა.

მართალია, მისმა გუნდმა წააგო "შარლოტთან" საშინაო მატჩში, მაგრამ მცველმა ზედიზედ მეხუთე და სეზონში მე-40 სამმაგი დუბლი შეასრულა - 40 ქულა, 13 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი. კიდევ ერთი სამმაგი დუბლი და უესტბრუკი გაიმეორებს ოსკარ რობერტსონის რეკორდს, რომელმაც 1961-62 წლების სეზონში 41 ტრიპლ-დაბლი მიითვალა. ამისთვის, ოკლაჰომელს ექვსი მატჩი რჩება.

* * *
"ბოსტონმა" ძალიან იოლად დაამარცხა "ნიუ იორკი" და ბოლო ექვს სეზონში პირველად გადალახა 50-მოგებიანი ზღვარი. "სელტიქსი" აგრძელებს ლიდერობას აღმოსავლეთ კონფერენციაში.

ბოსტონელების უპირატესობა სამი მეოთხედის შემდეგ, 17 ქულას შეადგენდა და მეოთხე მეოთხედში სტუმრების რიგებში აღარ გამოჩენილა აიზია ტომასი, რომელმაც სულ რაღაც 23 წუთში მხოლოდ 19 ქულა და ექვსი შედეგიანი პასი დააგროვა.

"ნიუ იორკმა" სეზონში მე-11 მატჩი წააგო მინიმუმ 15 ქულით.

* * *
მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარეს "სან ანტონიომ" და "იუტამ". "სპურსი" კვლავაც ებრძვის "გოლდენ სტეიტს" რეგულარულში ჩემპიონობისთვის, "ჯაზი" კი დასავლეთში მეოთხე ადგილის დაკავებას ლამობს, რაც პლეი ოფის პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობას მისცემს.

თამაში დიდი ხანი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა და გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომლის შემდეგაც, მასპინძლებმა 11 ქულით წინ გასვლა შეძლეს.

როგორც იქნა გაასწორა მიზანი "სან ანტონიოს" ლიდერმა კავაი ლენარდმა. მან წინა სამ შეხვედრაში 21-დან 19 სამქულიანი ააცილა, აქედან 17 - ზედიზედ, გუშინ კი სამიდან სამი საქმულიანი ჩააგდო. სხვათა შორის, თავისი 25 ქულიდან 19 ლენარდმა სწორედ მესამე მეოთხედში აიღო.

* * *
ძალიან დიდი ბრძოლაა აღმოსავლეთში პლეი ოფის დარჩენილი საგზურებისთვის. "ინდიანასთვის" "კლივლენდთან" წაგება ზედიზედ მეოთხე იყო და ეს გუნდი გამოვარდა პლეი ოფის ზონიდან. ზედიზედ მეორე მატჩი წააგო "მაიმიმ". ჰიტსა" და "პეისერსს" ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ - 37 მოგება და 40 წაგება და ისინი მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფენ.

ამასობაში, გამოცოცხლება ეტყობა "ჩიკაგოს", რომელმაც ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და მეშვიდე ადგილზე გადავიდა. "ხარებმა ისე დაამარცხეს "ნიუ ორლეანი", რომ ამ გუნდს ერთხელაც არ მისცეს წინ გასვლის საშუალება.

ლებრონი ჯაბარის გვერდით
"კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ლეგენდარული ქარიმ აბდულ-ჯაბარის ერთ-ერთი მიღწევა გაიმეორა. კერძოდ, ფორვარდმა ზედიზედ 787-ე მატჩი ჩაატარა, რომლებშიც მინიმუმ 10 ქულას აგროვებდა. ლებრონის ეს სერია 2007 წლის 5 იანვრიდან გრძელდება.

ზედიზედ ჩატარებული "10-ქულიანი" მატჩებით რეკორდსმენია მაიკლ ჯორდანი - 866 მატჩი.

ლებრონმა გუშინ, "ინდიანას" წინააღმდეგ სამმაგი დუბლი შეასრულა - 41 ქულა, 16 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი. მატჩი "კლივლენდმა" ორ ოვერტაიმში მოიგო - 135:130.

როუზმა სეზონი დაასრულა
"ნიუ იორკ ნიქსის" გამთამაშებელი დერიკ როუზი ამ სეზონში ვეღარ შეძლებს მოედანზე გასვლას. მიზეზი მენისკის გაწყვეტაა. კალათბურთელს ოპერაცია ელოდება.

"სამედიცინო შემოწმებამ მენისკის გაწყვეტა დაადგინა, რის გამოც, აუცილებელია ოპერაცია. ის ვერ ითამაშებს სეზონის დასკვნით ხუთ შეხვედრაში", - წერია კლუბის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მიმდინარე სეზონში როუზმა 64 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 18.0 ქულა, 3.8 მოხსნა და 4.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

როკეტსმა დეკერი დაკარგა
ფორვარდი სემ დეკერი ვერ შეძლებს "ჰიუსტონის" დახმარებას უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში. სერიოზული აღმოჩნდა ტრავმა, რომელიც კალათბურთელმა "ფინიქსთან" მატჩში მიიღო.

კერძოდ, დეკერს ხელის მოტეხილობა დაუდგინეს. თავად კალათბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ უკვე ოთხი კვირის შემდეგ შეძლებს დაბრუნებას.
მიმდინარე სეზონში, დეკერი საშუალოდ მატჩში 6.6 ქულასა და 3.7 მოხსნას აგროვებს.

ნიუ იორკი-ბოსტონი 94:110
23:34, 24:26, 24:28, 23:22
ნ-ი: ლი (16), პორზინგისი (14), ერნანგომესი (12), კუზმინსკასი (11), ო’ქუინი (11+9 მოხსნა), რენდლი (10).
ბ: ტომასი (19+6 პასი), ბრაუნი (16), ჰორფორდი (14+7 მოხსნა), სმარტი (14), როზირი (12), ოლინიკი (12).

ოკლაჰომა-შარლოტი 101:113
22:31, 32:28, 16:25, 31:29
ო: უესტბრუკი (40+13 მოხსნა+10 პასი), ოლადიპო (19+6 პასი), რობერსონი (12).
შ: უოკერი (29), კამინსკი (18), კიდ-გილკრისტი (16), ლემბი (13), ზელერი (11).

ლეიკერსი-მემფისი 108:103
22:27, 28:22, 29:31, 29:23
ლ: რასელი (28), რენდლი (18+11 მოხსნა), ინგრემი (13), ნენსი (12+14 მოხსნა), რობინსონი (12+10 მოხსნა), ენისი (11).
მ: კონლი (20+12 პასი), დენიელსი (20), რაიტი (16), ენისი (14+8 მოხსნა), ალენი (13+9 მოხსნა), რენდოლფი (13).

მილუოკი-დალასი 105:109
28:31, 25:22, 25:22, 27:34
მ: ანტენტოკუნმპო (31+15 მოხსნა+9 პასი), დელავედოვა (14+6 პასი), მიდლტონი (13), სნელი (12), მაკერი (11).
დ: ბარნსი (31), ნოვიცკი (17), ბარეა (17+6 პასი), ფერელი (13).

სან ანტონიო-იუტა 109:103
33:28, 21:24, 34:26, 21:25
ს-ა: ლენარდი (25+7 პასი), პარკერი (21), სიმონსი (17), პ. გასოლი (13+12 მოხსნა), ბერტანში (11), ანდერსონი (6+10 მოხსნა).
ი: დიაო (19), გობერი (19+14 მოხსნა+6 დაფარება), ჰეივორდი (16), მაკი (13), ჯონსონი (13).

ნ. ორლეანი-ჩიკაგო 110:117
21:28, 26:35, 32:24, 31:30
ნ-ო: დევისი (30+11 მოხსნა), კაზინსი (26+18 მოხსნა), ჰოლიდეი (17+6 პასი), კროუფორდი (15).
ჩ: ბატლერი (39), პორტისი (21+11 მოხსნა), ლოვერნი (15), რონდო (10+9 მოხსნა+9 პასი).

ტორონტო-ფილადელფია 113:105
28:29, 31:20, 27:27, 27:29
ტ: იბაკა (24+6 დაფარება), დეროზანი (17+9 პასი), ვალანჩუნასი (14+8 მოხსნა), პელტლი (12), კეროლი (10), პაუელი (10).
ფ: ლუვავუ-კაბარო (23), შარიჩი (16), სტაუსკასი (14), ჰენდერსონი (12), პოიტრესი (11), მაკონელი (4+11 პასი).

ბრუკლინი-ატლანტა 91:82
29:24, 17:19, 24:18, 21:21
ბ: ლოპესი (29+5 დაფარება), ლინი (15+6 პასი), ჰოლის-ჯეფერსონი (11).
ა: შრიოდერი (16+8 პასი), ჰარდუეი (14), მილსეპი (14), პრინსი (13), ჰოვარდი (11+11 მოხსნა).

მაიამი-დენვერი 113:116
30:37, 28:31, 29:25, 26:23
მ: დრაგიჩი (22+6 პასი), რიჩარდსონი (17), უაიტსაიდი (16+12 მოხსნა), ტ. ჯონსონი (15), მაკგრუდერი (11).
დ: გალინარი (29), იოკიჩი (19+10 მოხსნა+7 პასი), ჩენდლერი (19+9 მოხსნა), მუდიაი (17+9 პასი).

კლივლენდი-ინდიანა 135:130 (ო)
26:27, 34:26, 23:24, 21:27, 31:26
კ: ჯიემსი (41+16 მოხსნა+11 პასი), ირვინგი (23+7 პასი), ლავი (20+12 მოხსნა), სმიტი (18), ტომპსონი (12+9 მოხსნა), ფრაი (10).
ი: ჯორჯი (43+9 მოხსნა+9 პასი), მაილზი (27), იანგი (19+9 მოხსნა), ტიგი (17+11 პასი).

გ. სტეიტი-ვაშინგტონი 139:115
35:30, 32:27, 39:31, 33:27
გ-ს: კარი (42+8 პასი), ტომპსონი (23), ლივინგსტონი (17+7 მოხსნა), გრინი (11+12 მოხსნა+13 პასი), უესტი (10), მაკგი (10).
ვ: ბილი (20), ბოგდანოვიჩი (20), უოლი (15+11 პასი), პორტერი (13), მორისი (13).

ფინიქსი-ჰიუსტონი 116:123
21:31, 33:28, 29:31, 33:33
ფ: იულისი (34+9 მოხსნა+9 პასი), ბუკერი (27+9 პასი), დადლი (15+9 მოხსნა), ჯონსი (10+8 მოხსნა), ლენი (10+12 მოხსნა+4 დაფარება).
ჰ: ბევერლი (26+8 მოხსნა+9 პასი), უილიამსი (23), გორდონი (22), უილიამსი (21), ნენე (17), კაპელა (8+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული