"კლივლენდმა" "ინდიანას" უმასპინძლა და ანგარიშით 117:111 დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ "კავალიერსი" სერიაში 2:0 დაწინაურდა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 37 ქულა კაირი ირვინგმა მიითვალა. ორმაგი დუბლები მიითვალეს ლებრონ ჯეიმსმა (25ქ;10მ) და კევინ ლავმა (27ქ;11მ).
მეორე მატჩში "სან ანტონიომ" "მემფისი" მიიღო და ანგარიშით 96:82 დაამარცხა. "სპურსს" 37 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც ასევე 11 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. "სპურსი" ასევე 2:0 დაწინაურდა სერიაში.