"ვაშინგტონმა" "ატლანტას" უმასპინძლა და ანგარიშით 103:99 დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა ატლანტელმა დენის შროდერმა მიითვალა, რომელსაც 11 მოხსნა მიამატა. ამ გამარჯვებით "უიზარდსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა.
"ბოსტონმა" "ჩიკაგო" მიიღო და ანგარიშით 108:97 სძლია. 26 ქულა და 11 მოხსნა მიითვლა დუეინ უეიდმა. აიზია ტომასმა 24 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ სერიაში 0:2-ის შემდეგ "სელტიქსმა" 3 მატჩი მოიგო და ახლა 3:2-ს იგებს.