24-24 ქულა დააგროვეს აიზია ტომასმა და ეივერი ბრედლიმ. ამ უკანასკნელისთვის ეს იყო შედეგიანობის პირადი რეკორდი პლეი ოფში. რაც მთავარია,
* * *
"ვაშინგტონმა" და "ატლანტამ" მორიგი თანაბარი მატჩი ჩაატარეს, შედეგი კი იგივე იყო - სერიის მეხუთე მატჩშიც მასპინძელმა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქური კლუბი წინ გავიდა სერიაში - 3:2.
შეხვედრა გუნდების გამთამაშებლების - ჯონ უოლისა და დენის შრიოდერის დუელად გადაიქცა. ვაშინგტონელმა 20 ქულა და 14 პასი დააგროვა, ატლანტელმა - 29 ქულა და 11 პასი. უოლს ეხმარებოდა ბრედლი ბილი (27 ქულა), შრიოდერს - პოლ მილსეპი (21 ქულა და 11 მოხსნა). სხვათა შორის, გერმანელი "ატლანტას" პირველი მოთამაშეა პიტ მარავიჩის შემდეგ (1973 წელი), რომელმაც პლეი ოფში მინიმუმ 25 ქულა და 10 პასი აიღო.
მატჩის დასასრული უცნაური გამოვიდა. სირენამდე ერთი წუთით ადრე, შრიოდერმა სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა - 99:101. ამის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ჯარიმა აეღოთ, "ატლანტას" კალათბურთელები უბრალოდ უყურებდნენ, როგორ კლავდნენ დროს მეტოქეები. სტუმრები გვიან გამოერკვნენ, ხოლო ერთადერთი შედეგიანი მოქმედება უოლს ჰქონდა - საშუალო ტყორცნა მოათავსა კალათში.
ვაშინგტონი-ატლანტა 103:99
23:25, 27:24, 33:30, 20:20
ვ: ბილი (27), უოლი (20+14 პასი), პორტერი (17), ბოგდანოვიჩი (14), გორტატი (5+10 მოხსნა).
ა: შრიოდერი (29+11 პასი), მილსეპი (21+11 მოხსნა), ჰარდუეი (15), პრინსი (10), ჰოვარდი (5+10 მოხსნა).
სერია: 3-2
ბოსტონი-ჩიკაგო 108:97
23:20, 29:30, 27:31, 29:16
ბ: ტომასი (24), ბრედლი (24), ჰორფორდი (21+7 მოხსნა+9 პასი), ოლინიკი (14).
ჩ: უეიდი (26+11 მოხსნა+8 პასი), ბატლერი (14+8 მოხსნა+6 პასი), ლოპესი (14), კენანი (13).
სერია: 3-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"