NBA. პლეი ოფი: ფენომენალური აიზია

AutoSharing Option
"ბოსტონის" ლიდერისთვის აიზია ტომასისთვის მიმდინარე პლეი ოფი კოშმარულად ვითარდება, სამაგიეროდ, მისი გუნდი უახლოვდება კონფერენციის ფინალს.

პირველი ეტაპის სერიისას, ტომასს და დაეღუპა, "ვაშინგტონთან" სერიის პირველ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში აიზიას წინა კბილი მოძვრა და გუშინდელი მატჩის წინ, დანტისტთან ხუთი საათი გაატარა.

მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ უმატებს თამაშს და წინ მიუძღვის თავის გუნდს. გუშინ, მან 53 ქულა ჩაუგდო "ვაშინგტონს", რაც მეორე შედეგია პლეი ოფის მატჩებში 2003 წლის შემდეგ, როცა ალენ აივერსონმა 55 ქულა მიითვალა. გარდა ამისა, მას ქულა დააკლდა პლეი ოფში საკლუბო რეკორდის
დამყარებამდე. ეს რეკორდი ჯონ ჰავლიჩეკს ეკუთვნის - 54 ქულა.

ბოსტონში გამართული ორივე შეხვედრა მასპინძლებისთვის ძალიან ცუდად იწყებოდა. პირველი მატჩი "ვაშინგტონმა" 16:0-ით დაიწყო, მაგრამ 111:123 წააგო. მეორე თამაშის პირველ მეოთხედში სტუმრებმა 42 ქულა ჩააგდეს და 13 ქულით მოიგეს პირველი მეოთხედი.

ამჯერად, ყველაფერი გაცილებით რთული იყო "სელტიქსისთვის", რომელიც სამი მეოთხედის შემდეგ ხუთი ქულით აგებდა. მაგრამ, ტომასმა მეოთხე მეოთხედში 20 ქულა აიღო, კიდევ ცხრა ოვერტაიმში და მეორე თამაში მოაგებინა სერიაში თავის გუნდს.

"ვაშინგტონს" შეეძლო ძირითად დროში მოგება. ოტო პორტერის სამქულიანის შემდეგ, სტუმრები სირენამდე 33 წამით ადრე, 114:112 გავიდნენ წინ. ტომასმა ორი საჯარიმოთი გაათანაბრა ანგარიში, რის შემდეგაც, "ვაშინგტონს" დარჩა დრო ბოლო შეტევისთვის, მაგრამ ჯონ უოლმა და ბრედლი ბილმა ზედიზედ ორჯერ ააცილეს.

გუშინ, აიზია ტომასის დაღუპული დის დაბადების დღე იყო და "ბოსტონის" ლიდერმა მოგება მას მიუძღვნა.

ბოსტონი-ვაშინგტონი 129:119 (ო)
29:42, 35:25, 20:22, 30:25, 15:5
ბ: ტომასი (53), ჰორფორდი (15+12 მოხსნა), ბრედლი (14), კრაუდერი (14+7 მოხსნა), როზირი (12).
ვ: უოლი (40+13 პასი), მარკიფ მორისი (16), ბილი (14), გორტატი (14+10 მოხსნა), პორტერი (13+9 მოხსნა), უბრე (12+7 მოხსნა), სმიტი (10).
სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული