მთელი თამაშის განმავლობაში, ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო დიდი სხვაობით წინ გასვლა. პირველი მეოთხედი "სპურსს" დარჩა. თუმცა, "ჰიუსტონი" ჯეიმს ჰარდენის სამქულიანებისა და გადაცემების წყალობით, შორს არ უშვებდა მეტოქეს. მეორე მეოთხედში სტუმრებმა გაათანაბრეს თამაში.
სიტუაცია არც მესამე მეოთხედში შეცვლილა, ხოლო ამ 12-წუთეულის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ტრავმა მიიღო კავაი ლენარდმა. მან ცუ
ბოლო მეოთხედი დაბალშედეგიანი აღმოჩნდა (31 ქულა ორივე გუნდზე), მაგრამ ბრძოლა მოედნის ყველა წერტილში იყო. სულ ბოლოს, "სპურსი" ვეტერანმა ჯინობილიმ გადაარჩინა. გამოცდილი არგენტინელი მიხვდა, რომ თავის თავზე უნდა აეღო თამაში, შეტევაში წავიდა და ჩააგდო. შემდეგ ჰარდენმა შეტევაში ჯარიმა მიიღო, ძირითადი დროის დასრულებასთან ერთად კი პეტი მილზმა სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ის არ ჩათვალეს, რადან დრო უკვე გასული იყო. გაცოფებული გრეგ პოპოვიჩი სამართლიანად ეჩხუბებოდა პაუ გასოლს, რომელმაც ბლოკი არ დაუყენა მილზს და მანაც დააგვიანა სროლა.
დაინიშნა ოვერტაიმი, რომელიც პატრიკ ბევერლის სამქულიანით დაიწყო, მაგრამ "სან ანტონიომ" 5:0 გაქცევით უპასუხა. 45 წამით ადრე, რაიან ანდერსონმა კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო. დენი გრინმა ენდ-უანი გამოიყენა, მოხსნა აიღო "როკეტსის" აცილების შემდეგ და ჯარიმების შესრულების უფლება მიიღო. მან ორიდან ერთი თავისუფალი ჩააგდო და სხვაობა სამი ქულა გახდა.
ბოლო შეტევა "ჰიუსტონისა" იყო. ერიკ გორდონმა ჯერ დაკარგა ბურთი, შემდეგ კი ბოლო მომენტში გადაარჩინა და სადაო ბურთი დაინიშნა. გორდონმა ანდერსონს მიაწოდა, მან კი ჰარდენი მონახა. დრო საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებულმა ჰარდენმა თავად გადაწყვიტა მატჩის ბედის გადაწყვეტა, რადგან მის აქტივში სამმაგი დუბლი იყო (33 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი) და დაისაჯა ამის გამო. სცენაზე ისევ ჯინობილი გამოვიდა.
39 წლის არგენტინელი დაუდარაჯდა მეტოქეს და უკნიდან ბლოკი გაუკეთა! 110:107 და "სან ანტონიოს" ერთი ნაბიჯი აშორებს კონფერენციის ფინალამდე.
სან ანტონიო-ჰიუსტონი 110:107 (ო)
32:29, 26:31, 28:25, 15:16, 9:6
ს-ა: ლენარდი (22+15 მოხსნა), მილსი (20), ოლდრიჯი (18+14 მოხსნა), გრინი (16), სიმონსი (12), ჯინობილი (12+7 მოხსნა+6 პასი).
ჰ: ჰარდენი (33+10 მოხსნა+10 პასი), ბევერლი (20), ანდერსონი (19+7 მოხსნა), გორდონი (11), კაპელა (9+11 მოხსნა).
სერია: 3-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"