"ბოსტონთან" სერიის მეშვიდე მატჩში, რომელშიც თითქმის 48 წუთი თანაბარი თამაში იყო, მცველმა 13-დან მხოლოდ ორი ტყორცნა მოათავსა კალათში, რვიდან შვიდი სამქულიანი ააცილა და ვერ ჩააგდო ბოლო 11 სროლა.
კონკრეტულად ამ მატჩში ვაშინგტონელთა ლიდერს ბრედლი ბილს (38 ქულა) ვერავინ დაეხმარა. უოლის უშედეგო თამაშთან ერთად, კატასტროფა იყო "უიზარდსის" სათადარიგოთა სკამის მოქმედება - სულ რაღაც 5 (!) ქულა მეტოქის რეზერვისტთა 48 ქულის წინააღმდეგ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, "ვაშინგტონს" ბოლო მომენტამდე ჰქონდა იმედი. სტუმრები იგებდნენ
მაგრამ სტუმრებს იმედი შეუნარჩუნეს მაღლებმა - მარცინ გორტატმა და მარკიფ მორისმა, რომლებმაც მომენტალურად ამოქაჩეს შვიდი ქულა, ბრედლი ბილის ოთხქულიანი შეტევის შემდეგ კი, ჩამორჩენა მხოლოდ ოთხი ქულა იყო - 101:97.
"ვაშინგტონის" მონდომებას ხაზი გადაუსვა კელი ოლინიკმა. კანადელმა სათადარიგო ცენტრმა, რომელიც პლეი ოფში თავის კარიერაში საუკეთესო მატჩს ატარებდა, სამქულიანი ჩააგდო და უპირატესობა ათ ქულამდე აიყვანა - 110:100.
მართალია, ამის შემდეგ, დედაქალაქელებმა მეტოქეს 150 წამი ქულა არ ააღებინეს, მაგრამ თავად მხოლოდ სამი ქულა მოიპოვეს. "ბოსტონის" მხრიდან საკონტროლო გასროლა კრაუდერს ეკუთვნოდა და "ვაშინგტონი" 1979 წლიდან კვლავ ელოდება კონფერენციის ფინალში გასვლას.
ბოსტონი-ვაშინგტონი 115:105
27:23, 26:32, 32:24, 30:26
ბ: ტომასი (29+12 პასი), ოლინიკი (26), ჰორფორდი (15), კრაუდერი (14), სმარტი (13).
ვ: ბილი (38), პორტერი (20+10 მოხსნა), უოლი (18+7 მოხსნა+11 პასი), მარკიფ მორისი (18+9 მოხსნა), გორტატი (6+11 მოხსნა).
სერია: 4-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"