დიდი ფილი უმუშევარია - ლეგენდა "ნიუ იორკ ნიქსიდან" დაითხოვეს

AutoSharing Option
მეორე სენსაციური ამბავი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიდან ის არის, რომ "ნიუ იორკ ნიქსის" პრეზიდენტის პოსტი დაატოვებინეს ლეგენდარულ ფილ ჯექსონს. კონტრაქტი, რომელიც ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა, 2019 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში. ჯექსონი "ნიქსში" წელიწადში 12 მილიონ დოლარს იღებდა.

"ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილებამდე მივედით, - ამბობს "ნიუ იორკის" მფლობელი ჯეიმს დოლანი. - ფილ ჯექსონი - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია NBA-ში. ის უპრეცედენტო საკალათბურთო მემკვიდრეობას დატოვებს. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ".

აღნიშნავენ, რომ დოლანს თავისი ახლო გარემოცვა ჯერ კიდევ სეზონის მსვლელობისას ურჩევდა ჯექსონის განთავისუფლებას.
71 წლის სპეციალისტის სამწლიანი მუშაობის პერიოდში, "ნიქსმა" 80 მატჩი მოიგო და 166-ჯერ დამარცხდა. კლუბი უკანასკნელად პლეი ოფში ოთხი წლის წინ თამაშობდა.

თავის დროზე, სწორედ ფილ ჯექსონის თაოსნობით მოხდა "ნიქსში" ჟოაკიმ ნოას გადაბირება და მასთან 72-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმება. გასულ რეგულარულში ფრანგმა მხოლოდ 46 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 5.0 ქულა და 8.8 მოხსნა დააგროვა, მარტში კი 20-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის. ამის შემდეგ, ჯექსონი წაეჩხუბა კარმელო ენტონის და განაცხადა, რომ ლიდერის თავიდან მოშორება სურს.

ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი კი გახდა ახალგაზრდა ლატვიელი ვარსკვლავის კრისტაპს პორზინგისის სავარაუდო გაცვლა.

ჯექსონის განთავისუფლების შემდეგ, "ნიქსის" შეფობა ცდილობს გადაიბიროს "ტორონტოს" პრეზიდენტი მასაი უჯირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა აწი რა ეშველება პურის ფული არ ჰქონია
feniks
09:41 30-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული