NBA: ბოლო დღის პატარა გარიგებები

AutoSharing Option
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სატრანსფერო ბაზარზე ნაკლები აქტიურობა იყო, თუმცა, რამდენიმე გარიგება დაიდო.

ორი კალათბურთელით შეავსო შემადგენლობა "იუტა ჯაზმა". "ჯაზმენები" ორწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკნენ შვეიცარიელ მცველს ტაბო სეფოლოშას. კალათბურთელი ჯამში 10.5 მილიონ დოლარს მიიღებს. 33 წლის სეფოლოშამ ბოლო სამი სეზონი "ატლანტაში" გაატარა. შარშან, ის საშუალოდ 7.2 ქულას, 4.4 მოხსნას, 1.7 შედეგიან გადაცემასა და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა.

ასევე "იუტაში" გააგრძელებს კარიერას ცენტრი ეკპე უდოჰი, რომლის კონტრაქტიც ორწლიანია, ხოლო თანხა 6.5 მილიონ დოლარს შეადგენს. 30 წლის უდოჰი წელს ევროლიგის ჩემპიონი
გახდა "ფენერბაჰჩესთან" ერთად. ამ ტურნირზე ის საშუალოდ 12.1 ქულას, 7.8 მოხსნას, 2.2 შედეგიან პასსა და 2.2 დაფარებას აგროვებდა. ამერიკელი ევროლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა და "ოთხთა ფინალის" MVP გახდა.

* * *
"კლივლენდ კავალიერზმა" უარი თქვა თავისუფალი აგენტის ჯამალ კროუფორდის აყვანაზე და ამის ნაცვლად, სამწლიანი გარანტირებული კონტრაქტი გაუფორმა 22 წლის თურქ ჩედი ოსმანს. თურქული გამოცემების ინფორმაციით, ახალგაზრდა კალათბურთელი 8.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

"ეფესის" კალათბურთელი "კავალიერსმა" 2015 წლის დრაფტზე 31-ე ნომრად აიყვანა. 2016-17 წლების ევროლიგის მატჩებში ოსმანი საშუალოდ 6.7 ქულას, 3.7 მოხსნასა და 1.1 შედეგიან პასს აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული