კარმელო ენტონი "ნიქსში" აღარ დაბრუნდება

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავმა კარმელო ენტონიმ აცნობა თავის კლუბს - "ნიუ იორკ ნიქსს", რომ არ აპირებს მის რიგებში დაბრუნებას. ეს ინფორმაცია ცნობილ მიმომხილველს ედრიან ვოინაროვსკის ეკუთვნის.

"ენტონიმ მათ ცხადად მიანიშნა, რომ "ჰიუსტონში" სურს კარიერის გაგრძელება. შესაბამისად, აღარ აპირებს "ნიქსის" რიგებში დაბრუნებას.

კლუბის პრეზიდენტი სტივ მილსი არ მიიღებდა ამ თანამდებობას, ეს საკითხი მოგვარებული რომ არ ჰქონდეს. მილსს არ სურს საჯარო ომი კარმელოსთან, რომლის მოშორებაც მათ წელიწადზე მეტია სურთ.

"ნიქსთან" მოლაპარაკებები შეიძლება აგვისტომდე ან სექტემბრამდე გაგრძელდეს. "ჰიუსტონი" მზად არის ამისთვის, რადგან "ნიუ
იორკი", უბრალოდ, ფასს სწევს ზემოთ", - თქვა ვოინაროვსკიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული