ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა განაცხადა, რომ სიეტლს განიხილავენ ახალი გუნდისთვის კანდიდატ ქალაქად იმ შემთხვევისთვის, თუ დღის წესრიგში ლიგის გაფართოების საკითხი დადგება. შეგახსენებთ, რომ "სიეტლ სუპერსონიქსი" უკვე თამაშობდა NBA-ში 1967-2008 წლებში, რის შემდეგაც ის ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა.
"ვფიქრობ, ეს მხოლოდ დროის საკითხია. რაღაც მომენტში ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ გაფართოებაზე, - ამბობს The Score-თან კომენტარში სილვერი. - არ მსურს ეს ყველაფერი ვადებში ჩავსვა, უბრალოდ, ეს გარდაუვალია. ლიგაში ეს ყოველთვის ხდებოდა. ეჭვგარეშეა. სიეტლი შევა იმ ქალაქების სიაში, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"