NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ოლ სტარი - მიეცით ხმა ნებისმიერს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა განაცხადა, რომ ბუკმეიკერთა მოღვაწეობა უნდა გამოვიდეს იატაკქვეშეთიდან, რადგან მოქმედი კანონები მაინც ვერ უშლიან ხელს მათ საქმიანობას.

"პროფესიულ სპორტში ფსონები უკანონოა შტატების უმრავლესობაში, გამონაკლისია მხოლოდ ნევადა. მიმაჩნია, რომ სხვანაირი მიდგომაა საჭირო.

კანონის შეზღუდვების მიუხედავად, საბუკმეიკერო კანტორები ყველგანაა. მათ მუშაობაზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა შეფასებით, ყოველ წელს მოთამაშეები სპორტულ შეჯიბრებებზე დაახლოებით 400 მილიარდ დოლარს ჩადიან.

ნებისმიერი ახალი მიდგომა უნდა ითვალისწინებდეს პატიოსან თამაშს. პატიოსანი კალათბურთის დაცვა და ჩვენი ლიგისადმი ნდობის შენარჩუნება - ერთ-ერთი ჩემი მთავარი
ამოცანაა. მაგრამ მიმაჩნია, რომ სპორტში ფსონები უნდა გამოვიდეს იატაკქვეშეთიდან. და ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მათი კონტროლი და რეგულირება", - დაწერა "ნიუ იორკ თაიმსში" თავის სვეტში სილვერმა.

* * *
ამასობაში, ლიგამ "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" მოთამაშეების შერჩევის ახალი წესი მიიღო. გულშემატკივრებს ლიგის ნებისმიერი კალათბურთელისთვის შეეძლებათ ხმის მიცემა.

ადრე ლიგა თითო კონფერენციიდან არჩევდა 60 მოთამაშეს და ფანებს მათგან უნდა აერჩიათ "ოლ სტარის" მატჩის მონაწილეები. ასევე იცვლება ხმის მიცემის დაწყების ვადები. ტრადიციულად, ეს პროცედურა ნოემბრის შუაში იწყებოდა, როცა თითოელ გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში მინიმუმ 10 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. ახალი თარიღი - 11 დეკემბერია.

"ჩვენი მოთამაშეები - უდიადესი ათლეტები არიან მსოფლიოში, - ამბობს ლიგის პრეზიდენტი საკალათბურთო ოპერაციებში როდ ტორნი. - ხმის მიცემის გაფართოება განპირობებულია მათი ოსტატობისა და მიღწევების დასაფასებლად. ამასთან, ეს არის შესაძლებლობა ჩვენს ფანებს უფრო მეტი ვარიანტის საშუალება მივცეთ და მათ მაქსიმალური სიამოვნება "ყველა ვარსკვლავის მატჩისგან" მიიღონ.

ვაშინგტონი-ორლანდო 98:93
24:17, 24:21, 21:24, 29:31
ვ: ნენე (16), ჰემფრიზი (16+6 მოხსნა), უოლი (15+10 პასი), პორტერი (13), ბატლერი (10).
ო: ჰარისი (19+8 მოხსნა), ოლადიპო (18+7 მოხსნა+7 პასი), ფურნიე (15), ვუჩევიჩი (14+11 მოხსნა), ფრაი (14+7 მოხსნა).

კლივლენდი-ატლანტა 127:94
41:25, 30:18, 30:26, 26:25
კ: ჯეიმსი (32+7 პასი+6 მოხსნა), ირვინგი (20+5 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (15+7 მოხსნა), ლავი (13+6 მოხსნა+5 პასი), ჰარისი (12), მერიონი (11), ვარეჟაო (2+10 მოხსნა+5 პასი).
ა: მილსეპი (16+7 მოხსნა), მუსკალა (13+4 დაფარება), ჰორფორდი (12), ჯენკინსი (12), სეფოლოშა (10).

ტორონტო-იუტა 111:93
23:25, 23:24, 30:23, 35:21
ტ: დეროზანი (27), ლაური (19), ვალანჩუნასი (17+14 მოხსნა), პატერსონი (16), უილიამსი (13).
ი: ფეივორსი (18+6 მოხსნა), კანტერი (18), ბერკი (12+5 პასი), ჰეივორდი (12+5 პასი), ბერკსი (10+10 მოხსნა).

მემფისი-დეტროიტი 95:88
25:16, 26:34, 18:14, 26:24
მ: გასოლი (23+8 მოხსნა), კონლი (18), რენდოლფი (17+22 მოხსნა), ლი (12).
დ: სინგლერი (21), მონრო (16+11 მოხსნა), ჯენინგსი (14), სმიტი (11+7 მოხსნა+4 დაფარება), დრამონდი (6+10 მოხსნა).

ჩიკაგო-ინდიანა 90:99
20:23, 22:23, 23:23, 25:30
ჩ: ბატლერი (32+6 მოხსნა), ჰაინრიხი (15+7 პასი), გასოლი (12+6 მოხსნა+3 დაფარება).
ი: სკოლა (21+11 მოხსნა), ჰილი (21+12 მოხსნა), პრაისი (21), კოუპლენდი (13).

დალასი-მინესოტა 131:117
28:22, 35:22, 38:38, 30:35
დ: ელისი (30), ნოვიცკი (15), ბარეა (14+5 პასი), რაიტი (13), ჩენდლერი (12+16 მოხსნა+3 დაფარება), პარსონსი (12+5 პასი), ამინუ (10+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (10).
მ: მარტინი (34), მუჰამედი (18), უილიამსი (13+8 პასი), ბრიუერი (13+6 პასი), დიენგი (12+8 მოხსნა), ბენეტი (10+7 მოხსნა).

პორტლენდი-ბრუკლინი 97:87
24:15, 26:24, 30:27, 17:21
პ: ლილარდი (28+10 პასი), კამანი (12), ლოპესი (10+7 მოხსნა), მეტიუზი (10), ლეონარდი (7+12 მოხსნა).
ბ: ლოპესი (21), ჯონსონი (20+6 მოხსნა+5 პასი), უილიამსი (19+6 პასი), გარნეტი (12+12 მოხსნა), ჯეკი (10).

საკრამენტო-სან ანტონიო 94:91
23:24, 22:14, 25:28, 24:25
საკ: კაზინსი (25+10 მოხსნა), კოლისონი (19+5 პასი), გეი (18+6 პასი).
ს-ა: ჯინობილი (21+5 პასი), ლეონარდი (16), გრინი (16), დანკანი (15+8 მოხსნა+5 დაფარება), პარკერი (11+6 პასი).

გ. სტეიტი-შარლოტი 112:87
28:23, 39:23, 29:22, 16:19
გ-ს: ტომპსონი (21+5 პასი+3 ჩაჭრა), კარი (19+9 პასი), ბარნსი (17), ბოგუტი (13+9 მოხსნა), სპეიტსი (13+6 მოხსნა).
შ: ჯეფერსონი (19+6 მოხსნა), რობერტსი (17), სტივენსონი (16), ზელერი (5+10 მოხსნა).

კლიპერსი-ფინიქსი 120:107
27:23, 27:31, 42:20, 24:33
კ: პოლი (32+9 პასი), გრიფინი (19+8 მოხსნა), რედიკი (14), ჰოიეს ი (14+8 მოხსნა+3 დაფარება), ჯორდანი (12+18 მოხსნა+7 დაფარება), ბარნსი (12).
ფ: გრინი (26), დრაგიჩი (19), ტომასი (19+7 პასი), ბლედსოუ (1+10 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული