ამას დაემატა კობი ბრაიანტის სუსტი თამაში პირველ ნახევარში, როცა რვიდან ერთი
მაგრამ "ლეიკერსმა" შეძლო მესამე მეოთხედში მეტოქესთან დაწევა და ამაშიც "დამნაშავე" ბრაიანტია, რომელმაც 12 წუთში 19 ქულის დაგროვება მოახერხა. კობის ბლეიკი და ნეშიც დაეხმარნენ და "ლეიკერსი" 4 ქულით გავიდა წინ. ამის შემდეგ დაიწყო ქულა- ქულაში თამაში. 40 წამით ადრე მასპინძლები 3 ქულას იგებდნენ და ბურთიც მათ ჰქონდათ. მართალია, ჰორფორდმა არაზუსტად ისროლა, მაგრამ აივენ ჯონსონმა გამოასწორა პარტნიორის შეცდომა.
თუმცა ეს არ ყოფილა დასასრული. მეტა უორლდ პისის ორქულიანსა და ბრაიანტის გიჟურ სამქულიანს ჯენკინსმა და კორვერმა მხოლოდ თითო ზუსტი საჯარიმოთი უპასუხეს და საბოლოოდ, სტუმრებს 16 წამი დარჩათ ორქულიანი ჩამორჩენის გასაბათილებლად, მაგრამ სტუმრებმა ეს ამოცანა ვერ გადაწყვიტეს.
დანტეი ჯონსმა კარგად დაიცვა თავი ბრაიანტის წინააღმდეგ და ზუსტად არ ასროლინა მას. სხვათა შორის, ბოლო ტყორცნის შესრულებისას კობი ცუდად დაეცა და ფეხი გადაიბრუნა. მისდა საბედნიეროდ, მოტეხილობა არ დაფიქსირებულა, მაგრამ რამდენიმე მატჩის გამოტოვება ბრაიანტს მაინც მოუწევს.
სხვათა შორის, ამ წაგების მიუხედავად, "ლეიკერსმა" შეინარჩუნა ადგილი პლეი ოფის ზონაში, რადგან მისი კონკურენტი "იუტა" განადგურდა "ოკლაჰომასთან" 23-ქულიანი სხვაობით.
* * *
დღეს "მაიამი ჰიტის" ნებისმიერი შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს. ყველას აინტერესებს, რამდენი ხანი გაგრძელდება ფლორიდელთა მოგებების სერია. ჯერჯერობით ეს რიცხვი ოცამდე ავიდა - "ფილადელფიასთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ.
აქვე ისტორიასაც გადავხედოთ. ერთი სეზონის მსვლელობისას ზედიზედ 20 ან მეტი მატჩი მხოლოდ სამ გუნდს აქვს მოგებული. 1970-71 წლების სეზონში ზუსტად 20 შეხვედრა მოიგო "მილუოკიმ". 2007-08 წლების სეზონში "ჰიუსტონს" ჰქონდა 22 მოგება. აბსოლუტური რეკორდსმენი კი 1971-72 წლების "ლეიკერსია", რომელმაც ბრწყინვალე ქარიმ-აბულ ჯაბარის დახმარებით მიჯრით 33 მატჩში იზეიმა მოგება. ერთხელ "ვაშინგტონმაც" მოიგო ზედიზედ 20 მატჩი, მაგრამ ის სერია ორ სეზონზე გადანაწილდა - 1947-48-ის ბოლოზე და 1948-49-ის დასაწყისზე.
სტატისტიკის მიხედვით, "ფილადელფიას" ლიდერისა და ჩემპიონის დამარცხების მცირე შანსი ჰქონდა - "მაიამის" ზედიზედ 13-ჯერ ჰყავდა დამარცხებული "სიქსერზი". "ჰიტმა" ამჯერადაც მოიგო, მაგრამ ბოლო წამებზე გააკეთა ეს, ძირითადად ვეტერანი რეი ალენის მნიშვნელოვანი სამქულიანებითა და, რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსის შედეგიანობით.
ფილადელფია-მაიამი 94:98
22:21, 17:30, 27:20, 28:27
ფ: ტ. იანგი (24+15 მოხსნა), ჰოლიდეი (21+7 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ტერნერი (15), რაიტი (13+3 ჩაჭრა).
მ: ჯეიმსი (27+7 მოხსნა+8 პასი), უეიდი (21+8 მოხსნა), ალენი (12), ბოში (10+3 დაფარება), ანდერსენი (10).
ვაშინგტონი-მილუოკი 106:93
30:21, 30:23, 15:34, 31:15
ვ: უოლი (23+6 მოხსნა+10 პასი+4 ჩაჭრა), უებსტერი (20), არიზა (14), ნენე (13+13 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ბუკერი (13+12 მოხსნა), ტემპლი (13).
მ: ელისი (26+8 პასი), ილიასოვა (21+12 მოხსნა), სანდერსი (17+11 მოხსნა), რედიკი (16), ჯენინგსი (8+10 პასი).
ინდიანა-მინესოტა 107:91
35:28, 27:26, 20:15, 25:22
ი: ჰიბერტი (27+12 მოხსნა+4 დაფარება), ჯორჯი (17), ჰილი (16+6 პასი+3 ჩაჭრა), უესტი (13+10 მოხსნა+6 პასი), ო. ჯონსონი (12).
მ: რუბიო (21+6 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა), რიდნური (17), სტიმსმა (13+9 მოხსნა), კანინგემი (12), უილიამსი (10).
ბოსტონი-ტორონტო 112:88
21:22, 28:18, 32:22, 31:26
ბ: გრინი (20+6 მოხსნა), პირსი (15), გარნეტი (12+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტერი (12+7 პასი), კროუფორდი (12), ბასი (11), ლი (11+3 ჩაჭრა).
ტ: გეი (19+7 მოხსნა), დეროზანი (17), როსი (13+3 ჩაჭრა).
ატლანტა-ლეიკერსი 96:92
26:19, 29:24, 21:31, 20:18
ა: ჰარისი (17+7 პასი), კორვერი (15), ჰორფორდი (14+14 მოხსნა), ჯონსონი (12+8 მოხსნა), ჯენკინსი (12), პეტრო (10+11 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (31+7 მოხსნა), უორლდ პისი (20+8 მოხსნა), ნეში (11+7 პასი), ჰოვარდი (10+16 მოხსნა).
ჰიუსტონი-ფინიქსი 111:81
30:25, 28:20, 32:17, 21:19
ჰ: მოტეიუნასი (19), ჰარდენი (18), აშიქი (14+7 მოხსნა), ლინი (13+6 პასი), რობინსონი (12+7 მოხსნა), პარსონსი (11), სმიტი (6+12 მოხსნა).
ფ: ჯონსონი (15), დრაგიჩი (11+3 ჩაჭრა), მარშალი (10+6 პასი), ბიზლი (10).
ოკლაჰომა-იუტა 110:87
29:19, 21:9, 29:28, 31:31
ო: დურანტი (23+10 მოხსნა), უესტბრუკი (19+7 მოხსნა+9 პასი), მარტინი (15), ჯექსონი (12), იბაკა (10), ფიშერი (10).
ი: ჰეივორდი (20), კანტერი (12).
საკრამენტო-ჩიკაგო 121:79
34:20, 31:16, 28:24, 28:19
ს: ევანსი (26+7 პასი+3 ჩაჭრა), ტომასი (22), პატერსონი (14+9 მოხსნა), ტომპსონი (12), ჰეისი (10+8 მოხსნა), დაგლასი (10).
ჩ: ბუზერი (21+7 მოხსნა), რობინსონი (19), დენგი (10).
დენვერი-ნიუ იორკი 117:94
31:26, 33:16, 33:27, 20:25
დ: ჩენდლერი (24), გალინარი (16+3 ჩაჭრა), იგუოდალა (14+6 პასი), ლოუსონი (13+7 პასი), ფარიდი (11+10 მოხსნა), ბრიუერი (10), კუფოსი (6+10 მოხსნა).
ნ-ი: შუმპერტი (20), სმიტი (15+8 პასი), უაიტი (10).
კლიპერსი-მემფისი 85:96
24:24, 28:30, 17:21, 16:21
კ: პოლი (24+9 პასი), გრიფინი (22), ბარნსი (14+7 მოხსნა), ბილაპსი (10).
მ: გასოლი (21+5 ჩაჭრა), პრინსი (18), კონლი (17+11 პასი), რენდოლფი (13+8 მოხსნა), პონდექსტერი (11).
გ. სტეიტი-დეტროიტი 105:97
28:20, 22:30, 30:23, 25:24
გ-ს: კარი (31+8 პასი), ლი (20+15 მოხსნა), ჯეკი (19), ბარნსი (13), ტომპსონი (10), ბოგუტი (7+10 მოხსნა+3 დაფარება).
დ: სტაკი (22), სინგლერი (17), ბაინუმი (16+3 ჩაჭრა), მონრო (13+7 მოხსნა), ჟერებკო (11), მაქსიელი (8+14 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დიდი სტუმრობა ორლანდოში