პოლ პირსი და კევინ გარნეტი NBA-ს ისტორიაში შევიდნენ

AutoSharing Option
"შარლოტთან" გაუგებარი წაგების შემდეგ "ბოსტონმა" მთელი ჯავრი "ტორონტოზე" იყარა. თან "სელტიქსის" ორმა ვეტერანმა მიაღწია ისტორიულ შედეგს.

პოლ პირსმა 20 ქულა დააგროვა, ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ჩარლზ ბარკლის გაასწრო და NBA-ს ისტორიაში 20 ყველაზე შედეგიან კალათბურთელს შორის შეაღწია. თავის მხრივ, კევინ გარნეტმა ამ სიაში მე-15 ადგილზე გადაინაცვლა – მან ჯერი უესტი ჩამოიტოვა უკან. გარდა ამისა, კევინი დღეს ერთ-ერთია იმ რვა მოთამაშეს შორის, რომელიც ერთდროულად იკავებს 15 საუკეთესოს შორის ადგილს ქულებისა და მოხსნების რაოდენობით.

NBA-ს ბომბარდირები
1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387
2. კარლ
მელოუნი 36 928
3. მაიკლ ჯორდანი 32 292
4. უილტ ჩემბერლენი 31 419
5. კობი ბრაიანტი* 31 297
6. შაკილ ო'ნილი 28 596
7. მოზეს მელოუნი 27 409
8. ელვინ ჰეიესი 27 313
9. ჰაკიმ ოლაჟუონი 26 946
10. ოსკარ რობერტსონი 26 710
11. დომინიკ უილკინსი 26 668
12. ჯონ ჰავლიჩეკი 26 395
13. ალექს ინგლიში 25 613
14. რეჯი მილერი 25 279
15. კევინ გარნეტი* 25 201
16. ჯერი უესტი 25 192
17. პატრიკ იუინგი 24 815
18. დირკ ნოვიცკი* 24 678
19. ალენ აივერსონი 24 368
20. პოლ პირსი* 23 763
21. ჩარლზ ბარკლი 23 757
22. რეი ალენი* 23 605
23. ტიმ დანკანი* 23,457
24 რობერტ პერიში 23 334
25. ადრიან დენტლი 23 177
* - მოქმედი კალათბურთელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი დაიმტვრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული