მაქსიმალური ჰანდიკაპი, რომელიც "ორლანდოს" ჰქონდა, მხოლოდ ექვს ქულას შეადგენდა და "ჰიტმა" ის ყოველგვარი პრობლემის გარეშე გააბათილა. საბოლოო დარტყმა კი "მაიამიმ" მეტოქეს მესამე მეოთხედის ბოლოს მიაყენა, როცა ანგარიში 68:68 იყო.
ამის შემდეგ "ორლანდოს" ზედიზედ ხუთი შეტევა შეცდომებით ან მაიამელთა დაფარებებით დასრულდა, ლებრონი კი ამ შეცდომების გამო სჯიდა მეტოქეს. სწორედ ჯეიმსი გახდა 10:0 გაქცევის ავტორი, როცა 7 ქულა დააგროვა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.
საერთოდ, "ჰიტმა" ის კალათბურთი
"მაიამიმ" ზედიზედ 27-ე მატჩი მოიგო და ახლა ექვსი გამარჯვება სჭირდება "ლეიკერსის" აბსოლუტური რეკორდის გამეორებისთვის, რომელიც მიჯრით 33 მოგებას უტოლდება.
"მაიამის" სერია გაგრძელდა, სამაგიეროდ, შეწყდა "დენვერის" 15-მატჩიანი მოგებათა სერია. არადა, "ნაგეტსს" ძლიერი მეტოქე არ ჰყავდა - "ნიუ ორლეანი", რომელსაც თან გრეივის ვასკესი აკლდა ტრავმის გამო. ასე რომ, ყველა ელოდა "დენვერის" მოგებას, მაგრამ მასპინძლები ამ პროგნოზს არ ეთანხმებოდნენ.
ბრწყინვალედ ითამაშა "ჰორნეტსის" წინა ხაზმა, რომელმაც მეტოქეს სამწამიანი ზონიდან მხოლოდ 38 ქულა დააგროვებინა, რაც ამ სეზონში ბევრმა ვერ შეძლო. გარდა ამისა, "ნაგეტსის" დაცვა ვერ გაუკლავდა "ნიუ ორლეანის" შორეულ არტილერიას, რომელმაც 25-დან 14 სამქულიანი გამოიყენა. ამ მხრივ, ყველაზე სახაფათონი იყვნენ ანდერსონი (5 შორეული ტყორცნა), მეისონი და მილერი (4-4).
დღის ბოლო ორმა მატჩმა ძალიან გაამძაფრა ინტრიგა დასავლეთ კონფერენციაში, რადგან "იუტამ" ისარგებლა "ლეიკერსის" მორიგი წაფორხილებით და კალიფორნიელებს ერთი მოგების დისტანციაზე მოუახლოვდა. "ჯაზმენებმა" "ფილადელფიასთან" მატჩი 14:2 გაქცევით დაიწყეს, რის შემდეგაც აღარ გასჭირვებიათ კომფორტული უპირატესობის შენარჩუნება.
რაც შეეხება "ლეიკერსს", ის მეტოქის მიერ კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის მსხვერპლი გახდა. "გოლდენ სტეიტმა" უკვე პირველ მეოთხედში მოიპოვა 14-ქულიანი უპირატესობა, რაც ტომპსონისა და კარის სამქულიანების წყალობით გახდა შესაძლებელი.
ასევე შორეული ტყორცნები გახდა "ლეიკერსის" კიდევ ერთი ჩავარდნის მიზეზი. ტომპსონის, ბარნსისა და კარის ზედიზედ ოთხი სამქულიანის წყალობით, "მეომრების" უპირატესობა 25 ქულამდე ავიდა, მაგრამ თავისი სიტყვა თქვა ბრაიანტმა, რომელმაც თითქმის მთელი მესამე მეოთხედი საჯარიმოს ხაზზე გაატარა. მესამე 12-წუთეულში მის ანგარიშზე 16 ქულა იყო, რომელთაგანაც 9 თავისუფალ ტყორცნებზე მოდის.
ბოლო მეოთხედში "ლეიკერსმა" თანდათან დაიწყო ჩამორჩენის გაბათილება, მაგრამ იმავე კობის ზედმეტმა მონდომებამ გაუფუჭა საქმე. როცა სხვაობა 16 ქულამდე დავიდა, ბრაიანტმა აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა გადაწყვიტა და გაუთავებლად ისროდა სამქულიანებს, მაგრამ ეს ტყორცნები სიზუსტით არ გამოირჩეოდა - "ლეიკერსის" ლიდერმა ბოლო წუთებზე ხუთიდან ხუთი სამქულიანი ააცილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჯეიმს ჰარდენმა "სპურსს" მოუგო