NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ბრაიანტმა ჩემბერლენის მიღწევა გააუმჯობესა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი შაბათს, "საკრამენტოსთან" მატჩის შემდეგ, NBA-ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. ბრაიანტმა "მეფეების" წინააღმდეგ 19 ქულა დააგროვა და ახლა, მის აქტივში 31434 ქულაა.

"ლეიკერსის" ლიდერმა გაუსწრო მეხუთე ადგილზე დაქვეითებულ უილტ ჩემბერლენს (31419) და ახლა, მის წინ სამი კალათბურთელი რჩება: ქარიმ აბდულ-ჯაბარი (38387), კარლ მელოუნი (36298) და მაიკლ ჯორდანი (32292).

ამასობაში, "ლეიკერსის" ბანაკიდან ერთი უსიამოვნო ცნობაც გავრცელდა. გუნდს გამოაკლდა ძირითადი გამთამაშებელი სტივ ნეში. კანადელმა ჯერ კიდევ პარასკევს, ფეხის ტრავმის გამო ვერ
შეძლო "მილუოკისთან" მატჩის დასრულება, "საკრამენტოს" წინააღმდეგ მეორე წუთიდან მიატოვა შეხვედრა და მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

* * *
კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო სახელოვანმა ვეტერანმა, 1995 წლის დრაფტის მესამე ნომერმა ჯერი სტეკჰაუსმა.

ბოლო ინტერვიუში ფორვარდმა განაცხადა, რომ არ აპირებს მომდევნო სეზონში მოედანზე დაბრუნებას. როგორც ჟურნალისტები წერენ, სტეკჰაუსი ზაფხულში გამოაცხადებს ოფიციალურად კარიერის დასრულების შესახებ.

18 წლის განმავლობაში, სტეკჰაუსმა NBA-ის რვა კლუბში ითამაშა: "ფილადელფიაში", "დეტროიტში", "ვაშინგტონში", "დალასში", "მილუოკიში", "მაიამიში", "ატლანტასა" და "ბრუკლინში". წელს, "ბრუკლინის" რიგებში მისი საშუალო შედეგიანობა 4.5 ქულა იყო.

* * *
საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო "დენვერ ნაგეტსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრე იგუოდალამ. ის არ აპირებს მოქმედ კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედებას, რომლის მიხედვითაც ფორვარდს "ნაგეტსში" კიდევ ერთი წლით დარჩენის უფლება აქვს და ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა.

"სიმართლეს თვალებში უნდა შეხედო: ისეთი სეზონის შემდეგ, როგორიც წელს "დენვერს" აქვს, უმჯობესია შანსი გამოიყენო და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გახვიდე. მიზეზი მარტივია: "დენვერის" წარმატებებში ჩემი წვლილიცაა და ახლა, ასოციაციის გუნდებმა იციან, რას წარმოვადგენ სინამდვილეში. შესაბამისად, უფრო სარფიანი კონტრაქტის მიღების საშუალება მექნება. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ "დენვერმა" კარგი პირობები შემომთავაზოს და მე აქ დავრჩე სათამაშოდ", - განაცხადა იგუოდალამ.

მიმდინარე სეზონში ანდრემ 72 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 12.7 ქულა, 5.1 მოხსნა და ამდენიმე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

29 მარტი
ორლანდო-ვაშინგტონი 97:92
ბოსტონი-ატლანტა 118:107
ნიუ იორკი-შარლოტი 111:102
დეტროიტი-ტორონტო 82:99
კლივლენდი-ფილადელფია 87:97
მემფისი-ჰიუსტონი 103:94
ნიუ ორლეანი-მაიამი 89:108
მინესოტა-ოკლაჰომა 101:93
სან ანტონიო-კლიპერსი 104:102
დენვერი-ბრუკლინი 109:87
პორტლენდი-იუტა 95:105

30 მარტი
დალასი-ჩიკაგო 100:98
ატლანტა-ორლანდო 97:88
ფილადელფია-შარლოტი 100:92
ჰიუსტონი-კლიპერსი 98:81
მინესოტა-მემფისი 86:99
მილუოკი-ოკლაჰომა 99:109
იუტა-ბრუკლინი 116:107
ფინიქსი-ინდიანა 104:112
საკრამენტო-ლეიკერსი 98:103
გ. სტეიტი-პორტლენდი 125:98

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. z-მაიამი 72 57 15 79.2
2. x-ინდიანა* 74 47 27 63.5
3. x-ნიუ იორკი* 71 45 26 63.4
4. x-ბრუკლინი 73 42 31 57.5
5. x-ატლანტა 74 41 33 55.4
6. x-ჩიკაგო 71 39 32 54.9
7. ბოსტონი 72 38 34 52.8
8. მილუოკი 72 35 37 48.6
9. ფილადელფია 73 30 43 41.1
10. ტორონტო 72 27 45 37.5
11. ვაშინგტონი 72 26 46 36.1
12. დეტროიტი 73 24 49 32.9
13. კლივლენდი 71 22 49 31.0
14. ორლანდო 74 19 55 25.7
15. შარლოტი 73 17 56 23.3

დასავლეთი
თ მ წ %
1. x-სან ანტონიო* 72 55 17 76.4
2. x-ოკლაჰომა* 74 54 20 73.0
3. x-დენვერი 74 50 24 67.6
4. x-კლიპერსი* 74 49 25 66.2
5. x-მემფისი 73 49 24 67.1
6. გ. სტეიტი 74 42 32 56.8
7. ჰიუსტონი 73 40 33 54.8
8. იუტა 74 38 36 51.4
9. ლეიკერსი 74 38 36 51.4
10. დალასი 73 36 37 49.3
11. პორტლენდი 73 33 40 45.2
12. საკრამენტო 74 27 47 36.5
13. მინესოტა 72 26 46 36.1
14. ნიუ ორლეანი 73 25 48 34.2
15. ფინიქსი 74 23 51 31.1
z - კონფერენციის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში, * - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსი" ისევ დაულაგებელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული