NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარმელო ენტონის მესამე 50-ქულიანი მატჩი

AutoSharing Option
კარმელო ენტონის ფენომენალურმა თამაშმა "ნიუ იორკს" საშუალება მისცა, ცხრა მატჩამდე აეყვანა თავისი მოგებათა სერია. გარდა ამისა, "ნიქსმა" შეწყვიტა "მაიამის" საშინაო გამარჯვებათა სერია, რომელიც 17 მატჩს უტოლდებოდა. "ჰიტი" ისევ ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდისა და მარიო ჩელმერსის გარეშე თამაშობდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ნიუიორკელებს იოლი გასეირნება ელოდათ, რადგან ამ სამეულის გარეშე ფლორიდელებმა წინა მატჩში სტუმრად მოუგეს "სან ანტონიოს".

ეს ვარაუდი პირველ ტაიმში დადასტურდა, როცა კარგად ჩატარებული მეორე მეოთხედის წყალობით, "მაიამიმ" პირველი ნახევარი რვა ქულით მოიგო. "ჰიტი" შემდეგაც ახერხებდა სოლიდური
სხვაობით დაწინაურებას, მაგრამ "ნიქსი" აკონტროლებდა თამაშის ტემპს და ჩანდა, რომ მომატების რეზერვი ჰქონდა. და როცა ფლორიდელთა სათადარიგოთა სკამის რესურსი ამოიწურა, სტუმრებმა მეოთხე მეოთხედის მეორე ნახევარში მოუმატეს და 12:2 გაქცევა მოაწყვეს.

"მაიამიმ" საერთოდ ვერ ჩააგდო თამაშიდან ბურთი ბოლო 6 წუთისა და 20 წამის განმავლობაში.

კარმელო ენტონიმ კი საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე თავისი 50-ე ქულა მოიპოვა და კარიერის რეკორდი გაიმეორა – მან მესამედ დააფიქსირა ეს შედეგი. "ნიქსის" ლიდერმა თამაშიდან 26-ჯერ ისროლა და 18 ჩააგდო, საიდანაც შვიდი სამქულიანი (10 ცდიდან) იყო. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში 50 ან მეტი ქულა მხოლოდ ორ კალათბურთელს ჰქონდა დაგროვებული - კევინ დურანტსა და სტივენ კარის.

საერთოდ, აღნიშნულ შეხვედრაში "მაიამისთვის" ისევ პრობლემა იყო მეტოქის შორეული ტყორცნები. "ნიუ იორკმა" 27-დან 14 სამქულიანი ჩააგდო. ამ გუნდებმა დაასრულეს რეგულარულში სერია, რომელიც "ნიქსმა" 3:1 მოიგო და ამ ოთხ მატჩში "მაიამიმ" 59 შორეული ტყორცნა მიიღო.

ვაშინგტონი-ჩიკაგო 90:86
18:24, 24:25, 28:20, 20:17
ვ: უოლი (27+8 მოხსნა+9 პასი+3 დაფარება), პრაისი (13), ოკაფორი (10+9 მოხსნა), ნენე (10+7 მოხსნა), არიზა (10+7 მოხსნა).
ჩ: ბუზერი (19+12 მოხსნა+5 პასი), რობინსონი (17), დენგი (13+8 მოხსნა), ბატლერი (13), მოჰამედი (12+12 მოხსნა).

მაიამი-ნიუ იორკი 90:102
25:27, 33:23, 18:28, 14:24
მ: ბოში (23+6 მოხსნა), მილერი (18+8 მოხსნა), ალენი (16), კოული (14).
ნ-ი: ენტონი (50), სმიტი (14+6 მოხსნა), ფელტონი (10+9 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსმა" "დალასი" ჩამოიშორა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული