აღმოსავლეთის ლაურეატი ჯეიმსი ამ სეზონში მეხუთედ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე. მარტში "მაიამიმ" 18-დან 17 შეხვედრა მოიგო და ამ მატჩებში ლებრონი საშუალოდ 25.8 ქულას, 8.2 მოხსნასა და 7.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა და თამაშიდან 53 პროცენტი სიზუსტით ისროდა. შეგახსენებთ, რომ ფლორიდელებს ისტორიაში ხანგრძლივობის მიხედვით მოგებათა მეორე სერია ჰქონდათ - მიჯრით 27 გამარჯვება.
"ოკლაჰომამ" მარტში დურანტის დახმარებით 12 მატჩი მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა. კევინი გასულ თვეს ლიგის ლიდერი
მარტის თვის ლაურეატობაზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: ჯეფ გრინი ("ბოსტონი"), დერონ უილიამსი ("ბრუკლინი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), როი ჰიბერტი ("ინდიანა"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), მაიკ კონლი ("მემფისი"), ჯეი არ სმიტი ("ნიუ იორკი") და ტიმ დანკანი ("სან ანტონიო").
* * *
"ტორონტოს" ცენტრი იონას ვალანჩუნასი და "პორტლენდის" გამთამაშებელი დამიენ ლილარდი მარტის საუკეთესო დებიუტანტები გახდნენ.
ლიტველი კალათბურთელი აღმოსავლეთის პირველწლიანებს შორის ლიდერი იყო მოხსნების (7.3), დაფარებებისა (1.07) და თამაშიდან სროლის სიზუსტის (62 პროცენტი) მიხედვით, მეორე - საჯარიმოების რეალიზაციის პროცენტით (82.2) და მეოთხე - შედეგიანობით (11.4).
ლილარდი ზედიზედ მეხუთედ გახდა დასავლეთის საუკეთესო დეიბუტანტი. ის მარტში დებიუტანტებს შორის მთლიანად ლიგაში საუკეთესო იყო შედეგიანობითა (21.3) და პასების რაოდენობით (6.8). დამიენი მეოთხე ახალბედაა ისტორიაში, ვინც სეზონში 1390 ქულისა და 475 შედეგიანი პასის დაგროვება მოასწრო.
ასევე თვის საუკეთესო დებიუტანტის ტიტულზე პრეტენდენტებად ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი") და მორის ჰარკლესი ("ორლანდო") განიხილებოდნენ.
კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი
5 აპრილი
შარლოტი-მაიამი 79:89
ბოსტონი-კლივლენდი 91:97
ნიუ იორკი-მილუოკი 101:83
ატლანტა-ფილადელფია 90:101
ინდიანა-ოკლაჰომა 75:97
ჩიკაგო-ორლანდო 87:86
მინესოტა-ტორონტო 93:95
იუტა-ნიუ ორლეანი 95:83
ფინიქსი-გ. სტეიტი 107:111
საკრამენტო-დალასი 108:117
პორტლენდი-ჰიუსტონი 98:116
ლეიკერსი-მემფისი 86:84
6 აპრილი
ვაშინგტონი-ინდიანა 105:85
ბრუკლინი-შარლოტი 105:96
მაიამი-ფილადელფია 106:87
მინესოტა-დეტროიტი 107:101
მილუოკი-ტორონტო 100:83
სან ანტონიო-ატლანტა 99:97
დენვერი-ჰიუსტონი 132:114
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. z-მაიამი 76 60 16 78.9
2. x-ნიუ იორკი* 75 49 26 65.3
3. x-ინდიანა* 77 48 29 62.3
4. x-ბრუკლინი 76 44 32 57.9
5. x-ჩიკაგო 75 42 33 56.0
6. x-ატლანტა 78 42 36 53.8
7. ბოსტონი 76 39 37 51.3
8. მილუოკი 76 37 39 48.7
9. ფილადელფია 76 31 45 40.8
10. ვაშინგტონი 76 29 47 38.2
11. ტორონტო 77 29 48 37.7
12. დეტროიტი 77 25 52 32.5
13. კლივლენდი 75 23 52 30.7
14. ორლანდო 77 19 58 24.7
15. შარლოტი 77 18 59 23.4
დასავლეთი
თ მ წ %
1. x-სან ანტონიო* 77 57 20 74.0
2. x-ოკლაჰომა* 76 56 20 73.7
3. x-დენვერი 76 52 24 68.4
4. x-კლიპერსი* 76 50 26 65.8
5. x-მემფისი 76 51 25 67.1
6. გ. სტეიტი 76 44 32 57.9
7. ჰიუსტონი 76 43 33 56.6
8. ლეიკერსი 76 40 36 52.6
9. იუტა 77 40 37 51.9
10. დალასი 76 37 39 48.7
11. პორტლენდი 76 33 43 43.4
12. მინესოტა 76 29 47 38.2
13. საკრამენტო 76 27 49 35.5
14. ნიუ ორლეანი 76 26 50 34.2
15. ფინიქსი 76 23 53 30.3
z - კონფერენციის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში, * - დივიზიონის ლიდერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ოკლაჰომა" პირველობას უმიზნებს