NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მშვიდობით, "ლეიკერსო"?

AutoSharing Option
NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში გრძელდება "ნიუ იორკ ნიქსის" ბრწყინვალე სვლა. "ოკლაჰომასთან" გასვლით მატჩამდე მაიკ ვუდსონის გუნდს ზედიზედ 11 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და ამ სერიის გაგრძელებას ლამობდა. "ოკლაჰომა" მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩებოდა დასავლეთის ლიდერ "სან ანტონიოს" და მხოლოდ ხუთი მატჩი ჰქონდა შინ წაგებული. დურანტი და ენტონი ერთმანეთს ეჯიბრებიან რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირობისთვის. ასე რომ, შეხვედრას ინტრიგა არ აკლდა.

მასპინძლებმა თამაშიდან 57 პროცენტის სიზუსტით ისროლეს, სამქულიანების 52 პროცენტი ჩააგდეს, უესტბრუკმა და დურანტმა ჯამში 64 ქულა დააგროვეს - თითქოს ამ სტატისტიკას "ოკლაჰომასთვის" იოლი გამარჯვება უნდა
მოეტანა, მაგრამ მასპინძლებმა დათმეს ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი.

კარმელო ენტონიმ, მართალია, ვერ შეძლო ზედიზედ მეოთხე მატჩში 40-ქულიანი ზღვრის გადალახვა, მაგრამ 36 ქულა ჩაიწერა აქტივში, რასაც 12 მოხსნა (ცხრა - მეტოქის ფარზე) დაუმატა. საერთო ჯამში, "ნიქსმა" შეტევაში 19 მოხსნა მიითვალა, თან 48 წუთის განმავლობაში მხოლოდ 6 (!) შეცდომა დაუშვა. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობეს სტუმრების გამარჯვება.

და კიდევ, "ნიქსმა" საჭირო დროს ითამაშა კარგი დაცვა. მას შემდეგ, რაც სირენამდე ოთხი წუთით ადრე უესტბრუკმა თავის გუნდს მინიმალური უპირატესობა მოუტანა, ბრუქსის შეგირდებმა მომდევნო სამწუთნახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდეს! ასე რომ, "ნიუ იორკმა" 11:2 გაქცევა მოაწყო, რომელიც ჯეი არ სმიტის ურთულესი სამქულიანით დასრულდა.

საბოლოოდ, "ნიქსმა" ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა. ეს მესამე ყველაზე გრძელი სერიაა კლუბის ისტორიაში. 1969-70 წლების სეზონში 18 მატჩი მოიგო, 1993-94 წლებში - 15 და ორივეჯერ პლეი ოფის ფინალამდე მიაღწიეს.

* * *
ნაკლებად დაძაბული გამოვიდა ლოსანჯელესური დერბი. "კლიპერსს" დიდი მოტივაცია ჰქონდა - მას შეეძლო თავის ისტორიაში პირველად მოეგო წყნარი ოკეანის დივიზიონის ტიტული. გარდა ამისა, 4:0 დაესრულებინა რეგულარულის სერია "ლეიკერსის" წინააღმდეგ.

ამ ყველაფერმა მასპინძლების განწყობაზე კარგად იმოქმედა. მეორე მეოთხედის დასაწყისში ზედიზედ ოთხი ბურთი ჩააგდო მეტ ბარნსმა, რის შემდეგაც "კლიპერსს" ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია. დიდი შესვენების შემდეგ ბრაიანტმა და კომპანიამ მხოლოდ ერთხელ შეამცირა სხვაობა 9 ქულამდე. თავად კობი გაურკვევლობაში იყო - ნეშის არყოფნაში გამთამაშებლის ფუნქციები შეეთავსებინა (9 შედეგიანი პასი დააგროვა) თუ ბომბარდირის თვისებები გამოევლინა. მეორე ტაიმში მან 21 ქულა დააგროვა, მაგრამ 19-დან 13 ბურთი ააცილა.

გაცილებით ნაყოფიერი იყო გასოლი, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ჰოვარდმა კი 25 ქულა დააგროვა, მაგრამ მისი შექება არ შეიძლება, რადგან მეტოქისთვის დათმობილი ფარი, დიდწილად, მისი ბრალია.

"ლეიკერსმა" უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო და ამით "იუტას" დასავლეთში მერვე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა. "ჯაზმენებმა" ურთულეს ბრძოლაში მოუგეს სტუმრად "გოლდენ სტეიტს", თანაც იმ იარაღით, რასაც სწორედ "მეომრები" იყენებენ. "ჯაზმა" 25-დან 11 სამქულიანი მოათავსა კალათში.

ოკლაჰომა-ნიუ იორკი 120:125
31:30, 25:35, 33:31, 31:29
ო: უესტბრუკი (37+11 მოხსნა+8 პასი), დურანტი (27+7 პასი+4 დაფარება), მარტინი (15), იბაკა (13+6 მოხსნა+5 დაფარება), ჯექსონი (13).
ნ-ი: ენტონი (36+12 მოხსნა), სმიტი (22+7 მოხსნა), ფელტონი (16+8 პასი), ჩენდლერი (15+5 მოხსნა), კიდი (14+6 მოხსნა), კოუპლენდი (13).

კლიპერსი-ლეიკერსი 109:95
30:25, 26:24, 26:21, 27:25
კ: გრიფინი (24+12 მოხსნა+5 პასი), პოლი (24+5 მოხსნა+12 პასი+3 ჩაჭრა), კროუფორდი (20), ბატლერი (14), ბარნსი (12), ჯორდანი (4+13 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (25+7 მოხსნა+10 პასი), ჰოვარდი (25+4 დაფარება), პ. გასოლი (12+13 მოხსნა+8 პასი), კლარკი (11).

ბოსტონი-ვაშინგტონი 107:96
28:27, 28:25, 31:19, 20:25
ბ: ბასი (20+6 მოხსნა), პირსი (15+5 პასი), უილკოქსი (13+5 მოხსნა), გარნეტი (12+6 მოხსნა), ბრედლი (10).
ვ: უოლი (16+10 პასი), პრაისი (15), არიზა (14+3 ჩაჭრა), უებსტერი (12+6 მოხსნა), სერაფინი (10).

კლივლენდი-ორლანდო 91:85
22:24, 22:24, 18:18, 29:19
კ: გი (19+7 მოხსნა), ტომპსონი (15+16 მოხსნა+3 დაფარება), ლივინგსტონი (12+6 მოხსნა+6 პასი), ირვინგი (9+10 პასი).
ო: ჰარისი (26+12 მოხსნა), ვუჩევიჩი (21+21 მოხსნა+6 პასი), უდრიხი (13+6 პასი).

საკრამენტო-მემფისი 87:89
16:25, 28:18, 20:25, 23:21
ს: კაზინსი (22+9 მოხსნა), ტომასი (18+6 მოხსნა+8 პასი), დაგლასი (14+4 ჩაჭრა), ფრედეტი (13).
მ: კონლი (25), პონდექსტერი (17+5 მოხსნა), მ. გასოლი (15+10 მოხსნა+5 დაფარება), ალენი (12+6 მოხსნა+3 დაფარება).

დეტროიტი-ჩიკაგო 99:85
23:26, 27:20, 25:21, 24:18
დ: ნაიტი (20+5 პასი), ჟერებკო (17+9 მოხსნა), სტაკი (14+5 პასი), ვილანუევა (12), მონრო (11+7 მოხსნა+7 პასი), მიდლტონი (10), დრამონდი (3+10 მოხსნა).
ჩ: ბუზერი (21+10 მოხსნა), რობინსონი (18), ბატლერი (14), ნოა (13+7 მოხსნა).

გ. სტეიტი-იუტა 90:97
27:24, 21:32, 21:21, 21:20
გ-ს: კარი (22+5 პასი), ლი (21+13 მოხსნა), ტომპსონი (20), ლენდრი (10+7 მოხსნა).
ი: მო უილიამსი (25+5 პასი), ჯეფერსონი (19+12 მოხსნა+5 პასი), გ. ჰეივორდი (13+6 პასი), ფეივორსი (12+13 მოხსნა+3 დაფარება), მილსეპი (11+6 მოხსნა).

ფინიქსი-ნიუ ორლეანი 92:95
26:17, 17:22, 19:35, 30:21
ფ: მარკიფ მორისი (18+5 მოხსნა), სკოლა (17+10 მოხსნა), დადლი (15), დრაგიჩი (11+8 პასი).
ნ-ო: დევისი (20+3 ჩაჭრა), ანდერსონი (17+10 მოხსნა), გორდონი (17+6 პასი), ვასკესი (10+7 პასი), ამინუ (6+10 მოხსნა).

პორტლენდი-დალასი 91:96
18:29, 14:27, 29:25, 30:15
პ: ბარტონი (22+13 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ოლდრიჯი (18+6 მოხსნა), ლილარდი (15), ბებიტი (10+6 მოხსნა).
დ: კამანი (26+11 მოხსნა), მერიონი (20+7 მოხსნა), კარტერი (14+6 მოხსნა), რაიტი (12+9 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონ ჯეიმსი და დამიენ ლილარდი მეხუთედ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული