"ატლანტას" სეზონის ბოლო ნაწილი აშკარად არ გამოუვიდა - 25 მატჩში 14-ჯერ დამარცხდა და მეექვსე
დღის მეორე მატჩი კიდევ უფრო მეტად ჰგავდა საგამოფენო შეხვედრას. "პორტლენდმა" ზედიზედ მე-12 მატჩი წააგო ისე, რომ თითქმის ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია "კლიპერსს". ეს უკანასკნელი თავისი შესაძლებლობების 30 პროცენტს თუ იყენებდა და მაინც მოიგო ზედიზედ მეექვსე შეხვედრა. სტუმრები საერთოდ არ იბრძოდნენ სამწამიანში: წააგეს ფარი (33:51) და ამ ზონიდან მხოლოდ 30 ქულა დააგროვეს.
ახლა, "კლიპერსს" სჭირდება ბოლო მატჩის მოგება იმისთვის, რომ არ დაკარგოს საკუთარი მოედნის უპირატესობა "მემფისთან" საპლეიოფო წყვილში. გარდა ამისა, კალიფორნიელებს მესამე ადგილის დაკავებაც შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა დაამარცხონ "საკრამენტო, "დენვერმა" კი უნდა წააგოს "ფინიქსთან". მაშინ, პლეი ოფში "ნაგეტსი" "მემფისს" შეხვდება, "კლიპერსი" - "გოლდენ სტეიტს" ან "ჰიუსტონს".
ატლანტა-ტორონტო 96:113
27:30, 24:38, 24:28, 21:17
ა: კორვერი (13), სკოტი (12+12 მოხსნა), ჯონსონი (12+10 მოხსნა), მეკი (11+5 პასი).
ტ: დეროზანი (30), გეი (22+5 პასი), ვალანჩუნასი (13+8 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (11+8 მოხსნა+6 დაფარება), ლუკასი (11), ლოური (8+5 მოხსნა+11 პასი).
კლიპერსი-პორტლენდი 93:77
28:24, 26:13, 28:20, 11:20
კ: ბატლერი (22), გრიფინი (16+6 მოხსნა), ჯორდანი (10+9 მოხსნა), პოლი (8+11 პასი+3 ჩაჭრა), ოდომი (3+12 მოხსნა).
პ: ბარტონი (17+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ფრილენდი (13+6 მოხსნა), ლილარდი (12+8 პასი), კლავერი (11+5 მოხსნა).
ტი-მაკი "სპურსში" გადავიდა
დასავლეთი კონფრენციის ერთ-ერთმა გრანდმა "სან ანტონიო სპურსმა" პლეი ოფის მატჩების წინ, შემადგენლობა ვეტერანი ტრეისი მაკგრეიდით შეავსო, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. კონტარქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.
მაკგრედიმ წლევანდელი სეზონი ჩინეთის კლუბ "ცინდაოში" დაიწყო. 33 წლის მცველის საშუალო სტატისტიკა 25.0 ქულას, 7.2 მოხსნასა და 5.1 შედეგიან გადაცემას უდრიდა.
"მოხარული ვარ, რომ "სპურსის" მოთამაშე გავხდი. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი დიადი კლუბის რიგებში თამაში", - დაწერა "ტვიტერზე" ტი-მაკმა.
მაკგრეიდის NBA-ში 15 სეზონი აქვს გატარებული. მისი კარიერული მონაგარი 19.6 ქულას, 5.6 მოხსნას, 4.4 შედეგიან გადაცემასა და 1.2 ჩაჭრას უდრის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "სან ანტონიომ" გაუშვა ფორვარდი სტივენ ჯექსონი და შემადგენლობაში ვაკანსიაც სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა.
* * *
კიდევ ერთი გარიგების შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, "ნიუ იორკ ნიქსმა" ასევე თავისუფალი აგენტების ბაზრიდან აიყვანა ფორვარდი კვენტინ რიჩარდსონი. ეს კალათბურთელი ადრე უკვე თამაშობდა ნიუიორკულ კლუბში 2005-09 წლების სეზონში. ამ პერიოდში ის საშუალოდ 9.7 ქულასა და 5.0 მოხსნას აგროვებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რეგულარული ჩემპიონატი: როცა ვარსკვლავები ისვენებენ