ტომ ტიბოდოს გუნდმა სწორედ დაცვის ხარჯზე მოიგო ეს შეხვედრა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომლის დროსაც "ბრუკლინმა"
ბრუკლინი-ჩიკაგო 82:90
17:20, 29:27, 11:22, 25:21
ბ: ლოპესი (21+5 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (17+4 პასი), უოტსონი (10+5 პასი), დ. უილიამსი (8+10 პასი).
ჩ: დენგი (15+10 მოხსნა+4 პასი), ბუზერი (13+12 მოხსნა), ჰაინრიხი (13+5 პასი), ნოა (11+10 მოხსნა), რობინსონი (11).
სერია: 1-1
* * *
დღის მეორე მატჩში "კლიპერსი" ლიგაში საუკეთესო დაცვის მქონე "მემფისს" ხვდებოდა. სერიის პირველ შეხვედრაში ამ გუნდმა ვერ შეძლო თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა და ვერც ამ მატჩის პირველ სამ მეოთხედში იცავდა თავს ხეირიანად. მეოთხე მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, როცა "კლიპერსის" უპირატესობამ 12 ქულას მიაღწია.
მომდევნო ხუთნახევარი წუთის განმავლობაში, "კლიპერსში" თამაშიდან ზუსტი ტყორცნა მხოლოდ ლამარ ოდომმა შეასრულა. "მემფისი" შეტევაში განსაკუთრებულს არაფერს აჩვენებდა, მაგრამ ნელ-ნელა მოუახლოვდა მეტოქეს და სირენამდე 1.37 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა - დარელ არტურის ზედიზედ ხუთი ქულის წყალობით.
კრის პოლი მიხვდა, რომ მის თანაგუნდელებს თამაში არ მისდიოდათ და საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა. თავისი გუნდის ბოლო რვა ქულა სწორედ მის ანგარიშზეა, მათ შორის, გამარჯვების ტყორცნა 91:91-ზე. ანგარიში მარკ გასოლმა ჩატენვით გაათანაბრა, მაგრამ საკმაოდ ბევრი დრო - 13 წამი დაუტოვა საპასუხოდ "კლიპერსს". 11-12 წამი "მემფისი" თავს კარგად იცავდა, მაგრამ კრის პოლმა დაამტკიცა, რომ ბოლო წამებზე თამაშში ის ერთ-ერთი საუკეთესოა NBA-ში. მან ჩამოიცილა ტონი ალენი და საფინალო სირენასთან ერთად მოათავსა ბურთი კალათში, რითაც ექსტაზში მოიყვანა "სტეიპლს ცენტრის" პუბლიკა.
კლიპერსი-მემფისი 93:91
26:26, 24:18, 25:27, 18:20
კ: პოლი (24+9 პასი), გრიფინი (21+8 მოხსნა+4 პასი), კროუფორდი (15+3 ჩაჭრა).
მ: კონლი (28+9 პასი), მ. გასოლი (17+7 მოხსნა+3 დაფარება), ტ. ალენი (16+10 მოხსნა), რენდოლფი (13+8 მოხსნა).
სერია: 2-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: ლებრონ ჯეიმსის ახალი რეკორდი