ამ ჯილდოს მფლობელს ჟურნალისტები ადგენენ. სულ გამოიკითხა პრესის 121 წარმომადგენელი და მათგან 72-მა ნიუიორკელ კალათბურთელს პირველი ადგილი მიანიჭა, ჯამში კი სმიტმა 484 ქულა დააგროვა. გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წევრმა ჯამალ კროუფორდმა - მას 31 პირველი ადგილი და 352 ქულა ერგო. შემდეგ მოდიან: ჯარეტ ჯეკი ("გოლდენ სტეიტი"), კევინ მარტინი ("ოკლაჰომა")
სეზონის საუკეთესო რეზერვისტმა რეგულარულ ჩემპიონატში 80 მატჩი ჩაატარა, ყოველთვის შეცვლაზე შედიოდა მოედანზე და საშუალოდ შეხვედრაში 18.1 ქულას აგროვებდა. მან 29 მატჩში შეძლო მინიმუმ ოცი ქულის დაგროვება. სხვათა შორის, ასეთივე შედეგი ჰქონდა კროუფორდს.
ჯეი არ სმიტი "ნიქსის" ისტორიაში მესამე მოთამაშეა, ვინც სეზონის საუკეთესო "მეექვსე მოთამაშის" ჯილდო დაიმსახურა. მანამდე ამ პრიზის მფლობელები იყვნენ ენტონი მეისონი (1995) და ჯონ სტარქსი (1997).
* * *
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი კიდევ ორი ჯილდოს მფლობელის შესახებ, თუმცა ამაზე ოფიციალურად მოგვიანებით გამოცხადდება.
წლის პროგრესირებადი მოთამაშე გახდება "ინდიანას" 22 წლის ფორვარდი პოლ ჯორჯი, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ლერი სანდერსი, გრეივის ვასკესი და ომერ აშიქი.
თუ დაუდასტურებელ ინფორმაციას ვერწმუნებით, 2012-13 წლების სეზონში საუკეთესო დამცველი "მემფისის" ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი უნდა გახდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: პირველი მოგებული სტუმარი