ამაში ჯავალ მაკგის დიდი წვლილი იყო, რომელიც "გოლდენ სტეიტთან" სერიაში პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში, მაგრამ მატჩის გმირად არა ახალგაზრდა ცენტრი, არამედ ანდრე იგუოდალა უნდა მოვნათლოთ,
სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა "გოლდენ სტეიტის" ლიდერ სტივენ კარის - პლეი ოფის პირველ ოთხ სადებიუტო შეხვედრაში მან 100-ზე მეტი ქულა და 40-ზე მეტი შედეგიანი პასი დააგროვა, რითაც შეუერთდა კევინ ჯონსონსა და ოსკარ რობერტსონს. თუმცა ამჯერად სნაიპერს სამქულიანები არ წაუვიდა და მართალია, ამ მხრივ ის ბარნსმა შეცვალა (10-დან ხუთი ზუსტი სამქულიანი), მაგრამ "უორიორზმა" თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.
არადა, ამის შანსი იყო, როცა მეოთხე მეოთხედში სხვაობა რამდენჯერმე ხუთ ქულამდე შემცირდა, თუმცა სწორედ ამ მომენტში ცდებოდნენ კარი და ტომპსონი, ხოლო დენვერელები ამ შეცდომებს მეტოქეს არ პატიობდნენ.
დენვერი-გ. სტეიტი 107:100
36:22, 30:24, 20:23, 21:31
დ: იგუოდალა (25+12 მოხსნა+7 პასი), ლოუსონი (19+10 პასი), ჩენდლერი (19), ფარიდი (13+10 მოხსნა), მილერი (11+5 პასი), მაკგი (10+8 მოხსნა+3 დაფარება).
გ-ს: ბარნსი (23+9 მოხსნა), ჯეკი (20+6 მოხსნა+5 პასი), ტომპსონი (19+6 მოხსნა), კარი (15+8 პასი).
სერია: 2-3
* * *
"გოლდენ სტეიტსა" და "მემფისს" სერიის მეექვსე მატჩის ჩატარება საკუთარ მოედანზე უწევთ და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსიც აქვს.
მემფისელთა ეს წარმატება ძალიან არარეალური ჩანდა, რადგან ისინი სერიას 0:2-ს აგებდნენ. მაშინ ჩრდილოამერიკული ვებგვერდები უმოწყალოდ აკრიტიკებდნენ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ზაკ რენდოლფს, მაგრამ ახლა თავიანთი სიტყვების უკან წაღება უწევთ.
"კლიპერსის" სამწვრთნელო შტაბმა ვერაფერი მოუხერხა "ბეჰემოტის" (რენდოლფის მეტსახელი) ბატონობას სამწამიანში. მაშინაც კი, როცა მარკ გასოლს პერსონალურები დაუგროვდა, ხოლო კალიფორნიელები თითქმის გაუთანაბრდნენ მეტოქეს, ზაკმა პრაქტიკულად დახმარების გარეშე მოიპოვა 10 ქულა მეოთხე მეოთხედში, საკუთარ სამწამიანში კი ბოლო 12 წუთში მასთან ბრძოლისას მხოლოდ ლამარ ოდომმა ჩააგდო ბურთი.
თუმცა მთლიანად "მემფისიც" უნდა შევაქოთ. ასე მაგალითად, პირველ სამ მეოთხედში მთელ გუნდს ერთად მხოლოდ ოთხი შეცდომა ჰქონდა დაშვებული, თანაც აქედან მეტოქემ ერთი ქულითაც ვერ იხეირა.
"კლიპერსის" რიგებში კი მხოლოდ კრის პოლი თამაშობდა, იბრძოდა და ქულებს აგროვებდა. მისი 35 ქულა პლეი ოფში პირადი რეკორდი გახლავთ, მაგრამ გამთამაშებლის ამოცანა სხვებისთვის პასების დარიგება და მომენტების შექმნაა და არა მარტოხელა გმირის იძულებითი იმიჯის ჩამოყალიბება. პოლს ყოველ თამაშში ასეთი შედეგიანობა არ ექნება და მას პარტნიორები უნდა დაეხმარონ, მაგალითად, ჯორდანი, ბილაპსი და ბატლერი, რომლებმაც ერთად მხოლოდ 14 ქულა დააგროვეს.
კლიპერსი-მემფისი 93:103
28:26, 20:28, 17:19, 28:30
კ: პოლი (35+6 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), კროუფორდი (15+3 პასი).
მ: რენდოლფი (25+11 მოხსნა), გასოლი (21+8 მოხსნა+4 პასი), კონლი (20+6 პასი), პრინსი (15+3 პასი).
სერია: 2-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი: დანებება ჯერ ადრეა