ლებრონ ჯეიმსი - ოთხგზის MVP

AutoSharing Option
ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ 2012-13 წლების სეზონის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდებოდა. საინტერესო სხვა რამ იყო - მისცემდა თუ არა გამოკითხვაში მონაწილე 121-ივე ჟურნალისტი "მაიამის" ლიდერს პირველ ადგილს.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლებრონს აბსოლუტური დომინირებისთვის ერთი პირველი ადგილი დააკლდა - 120-მა გამოკითხულმა ჯეიმსს უმაღლესი ქულა მიანიჭა და მხოლოდ ერთმა მიანიჭა უპირატესობა ნიუიორკელ კარმელო ენტონის. "როგორც ჩანს, ის ჟურნალისტი ნიუ იორკიდან იყო", - იხუმრა დაჯილდოების ცერემონიაზე "მეფემ".

ლებრონი მეოთხედ გახდა სეზონის MVP. გასულ რეგულარულში მან საშუალოდ 26.8 ქულა, 8.0 მოხსნა და
7.3 შედეგიანი პასი დააგროვა, თამაშიდან 56 პროცენტის სიზუსტით ისროლა და თავის გუნდს 82-დან 66 მატჩი მოაგებინა. ლებრონზე მეტჯერ MVP-ის პრიზი მიღებული აქვთ: ქარიმ აბდულ-ჯაბარს (6), მაიკლ ჯორდანს (5) და ბილ რასელს (5). ოთხჯერ იყო სეზონის საუკეთესო მოთამაშე უილტ ჩემბერლენი.

ჯეიმსი ერთადერთი მოთამაშეა NBA-ში, რომელიც თავისი გუნდის ლიდერი იყო ქულების, მოხსნებისა და გადაცემების საშუალო რაოდენობის მიხედვით. ის ზედიზედ ექვს მატჩში აგროვებდა მინიმუმ 30 ქულას და ამ დროს თამაშიდან 60 პროცენტის სიზუსტით ისროდა.

გარდა ამისა, ლებრონი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ისტორიაში, ვინც 20 000-ქულიანი ზღვარი გადალახა. და კიდევ, ექვსთვიანი რეგულარულის განმავლობაში ხუთჯერ დასახელდა აღმოსავლეთში თვის საუკეთესო მოთამაშედ.

გამოკითხვის შედეგები
I II III IV V ქ
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 120 1 - - - 1 207
კევინ დურანტი (ოკლ) - 93 21 2 3 765
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 1 16 51 27 17 475
კრის პოლი (კლი) - 2 27 39 23 289
კობი ბრაიანტი (ლეი) - 4 12 23 27 184
ტონი პარკერი (ს-ანტ) - 2 7 8 13 86
ტიმ დანკანი (ს-ანტ) - 2 1 12 10 65
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) - - - 7 12 33
რასელ უესტბრუკი (ოკლ) - - - 1 6 9
დუეინ უეიდი (მაი) - - 1 - - 5
სტივენ კარე (გ-სტე) - - - - 3 3
კევინ გარნეტი (ბოს) - - - - 1 1
დევიდ ლი (გ-სტე) - - - - 1 1
ტაი ლოუსონი (დენ) - - - - 1 1
მარკ გასოლი (მემ) - - - - 1 1
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) - - - - 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგის საუკეთესო ახალბედა დამიენ ლილარდია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული