მართლაც, მიმდინარე პლეი ოფში პირველი წაგების გამო ჩემპიონებმა სასტიკად იძიეს შური "ხარებზე": ერთ-ერთ მომენტში მასპინძლების უპირატესობა 46 (!) ქულას აღწევდა. და ეს იმ დროს, როცა "ბულზი" გააფთრებით იბრძოდა და ნაადრევად დანებება არც უცდია. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ "ჩიკაგომ" პლეი ოფში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო, "მაიამისთვის" კი ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება.
"ჩიკაგომ" ძალისმიერ ბრძოლაზე გააკეთა აქცენტი, მაგრამ ამ ტაქტიკამ არ
დიდი ანგარიშით მოგების მიუხედავად, "ბულზი" შინ სავსებით დამაკმაყოფილებელი ანგარიშით ბრუნდება, "მაიამის" დამრიგებელმა ერიკ სპოელსტრამ კი განაცხადა, რომ ახლა მისი გუნდი ნამდვილად არ მიიჩნევა ფავორიტად. შესაძლოა, ფორმალურად მართლაც ასეა, მაგრამ "ჰიტმა" აშკარა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და მისი ხელმეორედ ჩიხში მოქცევა რთული იქნება.
მაიამი-ჩიკაგო 115:78
25:20, 30:21, 30:15, 30:22
მ: ალენი (21), ჯეიმსი (19+9 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), კოული (18+6 მოხსნა), უეიდი (15+5 პასი), ბოში (13+5 მოხსნა+3 პასი), ჩელმერსი (11+4 პასი).
ჩ: ბელინელი (13+6 პასი), ნოა (12+6 მოხსნა), რობინსონი (11).
სერია: 1-1
* * *
ყველას ახსოვს ამ სერიის პირველი მატჩი, როცა "გოლდენ სტეიტმა" ოთხ წუთში 16-ქულიანი უპირატესობა გაფლანგა და მეორე ოვერტაიმში მანუ ჯინობილის ზუსტი სამქულიანით წააგო. ამ ფსიქოლოგიური დარტყმის შემდეგ "უორიორზს" მეორე მატჩში, შესაძლოა, იგივე დამართნოდა, რაც "ჩიკაგოს" "მაიამისთან" მეორე თამაშში, მაგრამ მარკ ჯექსონის ახალგაზრდა გუნდმა დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის გარდა, ოკლენდელებს საბრძოლო ჟინიც შესაშური ჰქონიათ.
შესაბამისად, სან ანტონიოში გამართული ორი მატჩის შემდეგ ანგარიში 1:1 ამ სერიას სერიოზულ ინტრიგას უნარჩუნებს.
მეორე თამაშზე "გოლდენ სტეიტი" თავის თავში აბსოლუტურად დარწმუნებული გავიდა და გამარჯვებასაც თავისი კალათბურთის თამაშით მიაღწია.
პირველი მატჩის გმირმა სტივენ კარიმ კარგად ითამაშა შეხვედრის დებიუტში და ხანდახან ისეთ ბურთებს უგდებდა მეტოქეს, უფრო ქუჩის კალათბურთს რომ ახასიათებს. ამ გამთამაშებლისთვის მართლაც არ არსებობს ავტორიტეტები და დაუმარცხებელი ოპონენტები.
მაგრამ, როცა "სპურსის" კალათბურთელებმა, ასე თუ ისე, მაინც მოახერხეს კარის მარწუხებში მოქცევა, "გოლდენ სტეიტის" ლიდერობა თავის თავზე აიღო კლეი ტომპსონმა, რომელიც ყველა პოზიციიდან ყველა ბურთს აგდებდა. ამის წყალობით, მან პლეი ოფში ქულებისა და მოხსნების რაოდენობით პირადი რეკორდები დაამყარა.
"სან ანტონიომ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ზედიზედ მეორედ გადაერჩინა წაგებული მატჩი, მაგრამ მაქსიმუმი, რასაც მასპინძლებმა მიაღწიეს, 20-ქულიანი ჩამორჩენის ცხრა ქულამდე შემცირება იყო საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 23 წამით ადრე.
მაგრამ, როგორც გაირკვა, "უორიორზი" კარგად სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, აღარ დაუშვა პირველი მატჩის ფინალის გამეორება და დამაჯერებლად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე.
სან ანტონიო-გ. სტეიტი 91:100
23:28, 20:34, 29:21, 19:17
ს-ა: დანკანი (23+9 მოხსნა), პარკერი (20+6 მოხსნა+3 პასი), ჯინობილი (12+4 პასი), ლეონარდი (11+12 მოხსნა), გრინი (10+6 მოხსნა).
გ-ს: ტომპსონი (34+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), კარი (22+4 პასი), ბარნსი (13+3 პასი), ლენდრი (10+8 მოხსნა), ბოგუტი (6+11 მოხსნა).
სერია: 1-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: ნოკაუტი "ნიქსისგან"