მაგრამ, მოქმედმა ჩემპიონმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და ეს საკმარისი აღმოჩნდა მეტოქის ისეთ ფსიქოლოგიურ შოკში ჩასაგდებად, საიდანაც "ბულზი" კარგა ხანი ვერ გამოვა. სერიის პირველ მატჩში სტუმრად სენსაციური მოგების შემდეგ, "ხარები" ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ და ბოლო წაგება მართლაც ყველაზე მტკივნეული იყო.
მასპინძლებს ვერ უშველა შემადგენლობაში რიჩარდ ჰემილტონის დაბრუნებამ, რომელმაც ამ პლეი ოფში
მაგრამ "ჩიკაგო" ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ჰემილტონის ორი ზუსტი ტყორცნა ვერაფერს უშველიდა.
ნეიტ რობინსონმა, რომელიც ამ სერიაში "ბულზის" ლიდერად იქცა, თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო, უკანა ხაზზე მისმა პარტნიორმა, აღიარებულმა სნაიპერმა მარკო ბელინელიმ კი ხუთიდან ხუთი სამქულიანი ააცილა.
დიდად ვერც წინა ხაზმა ივარგა. კარლოს ბუზერმა და ჟოაკიმ ნოამ თამაშიდან 20-ჯერ ისროლეს და მხოლოდ ოთხჯერ ჩააგდეს, საერთო ჯამში კი "ჩიკაგოს" სროლების გამოყენების პროცენტი 25.7-ს (სამქულიანები – 11.8) უდრიდა. გასაკვირი არ არის, რომ ჩიკაგოს არენის მაყურებელი საფინალო სირენამდე დიდი ხნით ადრე გაეშურა გასასვლელებისკენ. თამაშის გადარჩენის შანსი მესამე მეოთხედში გაქრა.
ჩიკაგო-მაიამი 65:88
15:21, 18:23, 9:17, 23:27)
ჩ: ბუზერი (14+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბატლერი (12+5 მოხსნა), ჰემილტონი (11+4 პასი), გიბსონი (10+9 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (27+8 პასი+7 მოხსნა), ბოში (14+6 მოხსნა+4 დაფარება).
სერია: 1-3
"მემფისი" შინ არ აგებს
დასავლეთის ჩემპიონი "ოკლაჰომა" ისეთ მდგომარეობაში ხვდებოდა ზედიზედ მეორე გასვლით მატჩს, რომ უკან დასახევი გზა პრაქტიკულად მოჭრილი ჰქონდა - დურანტი და კომპანია 1:2 იყო ჩამორჩენილი სერიაში და საკუთარი მოედნის უპირატესობის დაბრუნება მართებდა.
თითქოს, პირველ ტაიმში "თანდერმა" დაიწყო საკუთარი კოზირების გათამაშება, რაც არ გამოუვიდა წინა შეხვედრაში. სკოტ ბრუქსის შეგირდებმა მატჩი 7:0 გაქცევით დაიწყეს, თამაშობდნენ მსუბუქად, სწრაფად, შედეგიანად. "მემფისის" "ფიზიკური" თამაში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა სტუმრებისთვის. 17-ქულიანი სხვაობა - ყველაზე დიდია, რაც ამ სერიაში დაფიქსრებულა. სწორედ ასე იგებდა მატჩს "ოკლაჰომა" მეორე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთითა და 23 წამით ადრე.
მაგრამ, ამის შემდეგ, "თანდერის" დაღმასვლა დაიწყო. ჯერ კონლიმ ჩააგდო ზედიზედ ოთხი ქულა, რასაც გასოლმა ხუთი დაუმატა, ფარქვეშიდან ორჯერ ჩააგდო რენდოლფმა და ორი ზუსტი სამქულიანი შეასრულა ბეილესმა: დიდი შესვენებისთვის "გრიზლისის" დეფიციტი რვა ქულამდე შემცირდა, რამაც მასპინძლებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
ინიციატივას უკვე "მემფისი" ფლობდა, თუმცა სტუმრების ძლევა მან ოვერტაიმში მოახერხა, სადაც "ოკლაჰომას" ვარსკვლავმა დურანტმა თამაშიდან ყველა ტყორცნა ააცილა. არადა, ოვერტაიმამდე მისმა გუნდმა სწორედ "დურანტულას" შედეგიანი გარღვევის წყალობით მიაღწია. თუმცა ჟურნალისტებს ამ გარღვევის გამო შეკითხვები დაებადათ დურანტის მისამართით - რატომ არ ისროლა მან სამქულიანი და არ სცადა გამარჯვების ძირითად დროში მოპოვება.
"დავინახე თავისუფალი ზონა და სწორედ იქ შევვარდი", - იყო პასუხი. როგორც ჩანს, "ოკლაჰომას" ლიდერი მართლაც ვერ გრძნობდა თავს კარგად, რისი დამადასტურებელიცაა მეოთხე მეოთხედსა და ოვერტაიმში 13-დან მხოლოდ ორი ჩაგდებული ბურთი. სავარაუდოდ, "მემფისის" ფიზიკურმა სტილმა მაინც იქონია გავლენა მეტოქის თამაშზე. და არ უნდა დავივიწყოთ ამ პლეი ოფში "მემფისის" წარმატების კიდევ ერთი ფაქტორი: საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერა. ამ პლეი ოფში "მემფისი" შინ ჯერ არ დამარცხებულა.
სერიაში ანგარიში გახდა 3:1 და "ოკლაჰომასთვის" ნებისმიერი შემდეგი წაგება პლეი ოფიდან გავარდნას ნიშნავს.
მემფისი-ოკლაჰომა 103:97 (ო)
18:29, 30:27, 28:20, 18:18, 9:3
მ: კონლი (24+5 პასი+4 ჩაჭრა), გასოლი (23+11 მოხსნა+6 დაფარება), რენდოლფი (23+12 მოხსნა+3 პასი), ალენი (10+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ო: დურანტი (27+7 პასი+7 მოხსნა), მარტინი (18+5 მოხსნა), იბაკა (17+14 მოხსნა+3 დაფარება), ჯექსონი (15+8 პასი), კოლისონი (10+3 დაფარება).
სერია: 3-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: "მეომრები" არ ნებდებიან