NBA-ს საუკეთესო დებიუტანტები

AutoSharing Option
საუკეთესო დამცველთა სიმბოლური ნაკრებების შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ანალოგიური გამოკითხვა ჩაატარა საუკეთესო დებიუტანტების გამოსავლენად. ამ შემთხვევაშიც ორი სიმბოლური ნაკრები შედგა.

ერთადერთი, ვინც ხმების მაქსიმალური რაოდენობა მიიღო, "პორტლენდის" მცველი დამიენ ლილარდი იყო – 58. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ეს კალათბურთელი ლიგამ სეზონის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელა.

პირველი სიმბოლური
დამიენ ლილარდი (პორტლენდი) – 58
ბრედლი ბილი (ვაშინგტონი) - 57
ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი) - 57
დიონ უეიტერსი (კლივლენდი) - 50
ჰარისონ ბარნსი (გ. სტეიტი) – 47

მეორე სიმბოლური
ანდრე დრამონდი (დეტროიტი) - 35
იონას ვალანჩუნასი (ტორონტო) - 31
მაიკლ კიდ-გილკრისტი (შარლოტი) - 29
კაილ სინგლერი (დეტროიტი) - 17
ტაილერ ზელერი (კლივლენდი) - 15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგის საუკეთესო დამცველები მემფისიდან არიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული