ასე დასრულდა ეს ხანგრძლივი ისტორია, რომელიც 2011 წლიდან იღებდა სათავეს. მმართველი საბჭოს 13 წევრიდან მხოლოდ რვამ დაუჭირა მხარი კლუბის მიყიდვას ბიზნესმენ კრის ჰანსენის კონსორციუმისთვის, რომელიც აპირებდა კლუბის აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში გადაყვანას.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის იანვარში "კინგზის" მფლობელები - ძმები მალუფები დათანხმდნენ კრის ჰანსენის გუნდისთვის კლუბის აქციათა 65 პროცენტის 525 მილიონ დოლარად მიყიდვას, მაგრამ ქალაქ საკრამენტოს მერმა კევინ ჯონსონმა
თავის დროზე კევინ ჯონსონი NBA-ს ვარსკვლავი იყო და სამჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული "ყველა ვარსკვლავის მატჩში". გარდა ამისა, 1994 წელს აშშ-ის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ახლა საკრამენტოს მუნიციპალიტეტის ამოცანაა, ქალაქში აშენდეს ახალი არენა, რათა "კინგზმა" ნორმალური არსებობა გააგრძელოს. გუნდი საკრამენტოში 1985 წლიდან თამაშობს.
რაც შეეხება სიეტლს, NBA-ს მომავალ კომისარს ადამ სილვერს მიაჩნია, რომ ამ ქალაქს უახლოეს მომავალში მაინც ეყოლება თავისი საკალათბურთო გუნდი. ახალ კლუბზე ფიქრი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ახალი კონტრაქტი გაფორმდება ტელევიზიებთან.
"არასოდეს გვითქვამს უარი სიეტლში დაბრუნებაზე, - ამბობს სილვერი. - ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები ტელეტრანსლაციების უფლებებზე. ყოველთვის დიდი მადლობელი ვიყავით სიეტლელი გულშემატკივრების და ვწუხვართ, რომ ამ ქალაქიდან წასვლა მოგვიწია. თუმცა იქ დაბრუნების ძალიან დიდი იმედი გვაქვს".
1965-2008 წლებში სიეტლს NBA-ში თავისი გუნდი ჰყავდა - "სიეტლ სუპერსონიქსი". შემდეგ ის ოკლაჰომა-სიტიში გადავიდა და ახალი სახელი მიიღო - "თანდერი".
ატლანტა მაკმილანს უმიზნებს
როგორც ამერიკული პრესა წერს, “ატლანტას” გენერალურმა მენეჯერმა დენი ფერიმ მოლაპარაკებები გამართა “პორტლენდის” ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ნეიტ მაკმილანთან, რომელმაც "ჰოქსის" დამრიგებლის პოსტზე, შესაძლოა, ლარი დრიუ შეცვალოს.
ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ ფერი მთავარ მწვრთნელად სტენ ვან განდის მიწვევას აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ აპირებს უახლოეს სეზონში NBA-ში კარიერის განახლებას. ამიტომაც “ატლანტა” იძულებულია, სხვა ვარიანტები ეძებოს.
შეგახსენებთ, რომ მაკმილანს უკვე ჰქონდა საუბარი “მილუოკისა” და “დეტროიტის” მენეჯერებთან. ამას წინათ კი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნეიტი შეიძლება გახდეს “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მთავარი მწვრთნელის, მაიკ დ’ენტონის ერთ-ერთი ასისტენტი.
ბულზი ჰემილტონს უშვებს
"ჩიკაგო ბულზის" ხელმძღვანელობა აღარ აპირებს ვეტერან მცველთან, რიჩარდ ჰემილტონთან თანამშრომლობას. კლუბი კალათბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვასა და მისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მინიჭებას გეგმავს. ჰემილტონთან მიმდინარე ხელშეკრულება 2013-14 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.
ამ სეზონში "დეტროიტის" რიგებში NBA-ს ყოფილი ჩემპიონი საშუალოდ მატჩში 9.8 ქულას, 2.4 შედეგიან გადაცემასა და 1.7 მოხსნას აგროვებდა.
მობლიმ დაბრუნება გადაწყვიტა
წარსულში "ჰიუსტონ როკეტსის" მცველი კოტინო მობლი კარიერის განახლებას აპირებს. ამ კალათბურთელმა თამაშის დასრულება 2008 წელს გადაწყვიტა, რადგან გულთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. იმ მომენტისთვის კოტინო "ლოს ანჯელეს კლიპერსის" შემადგენლობაში ირიცხებოდა.
დღეს 37 წლის მობლი აცხადებს, რომ კარიერის გაგრძელება სურს. ზაფხულში ის რამდენიმე საჩვენებელი ვარჯიშის ჩატარებას გეგმავს ასოციაციის კლუბებისთვის.
შეგახსენებთ, რომ NBA-ში მობლი 1998 წელს მივიდა. მაშინ ის დრაფტზე "ჰიუსტონმა" აირჩია 41-ე ნომრად. "როკეტსის" გარდა, მცველს "ორლანდოში", "საკრამენტოსა" და "კლიპერსში" უთამაშია.
დირკ ნოვიცკი ხელფასს მოიკლებს
"დალას მავერიქსის" ლიდერს დირკ ნოვიცკის გუნდში კიდევ ერთი ვარსკვლავის ხილვა სურს და ამისთვის მზად არის, ხელფასი მოიკლოს.
წლევანდელ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გამოჩნდებიან დუაიტ ჰოვარდი და კრის პოლი და სწორედ ამ კალათბურთელების ხელში ჩაგდებისთვის იბრძოლებს "მავერიქსი".
"სიამოვნებით გავიფორმებდით ამ ორიდან ერთ-ერთს და თუ საჭირო გახდა, მზად ვარ, ხელფასის შემცირებას დავთანხმდე. მით უმეტეს, რომ კონტრაქტის მიხედვით, გუნდში მხოლოდ ერთი წელი მრჩება სათამაშო და ეს დიდად არ იმოქმედებს ჩემს ჯიბეზე", - განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში "დალასი" ვერ მოხვდა პლეი ოფში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA: სტივ ნეშს გზა ხსნილი აქვს