აქ იყო ორი ოვერტაიმი, ორჯერ თანაბარი ანგარიში სერიაში და რაც მთავარია, გამოცდილებისა და ახალგაზრდობის მართლაც საინტერესო დაპირისპირება. ამ მოსაზრებას მხოლოდ "სან ანტონიოს" გულშემატკივრები არ დაეთანხმებოდნენ, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რა სახიფათო იქნებოდა სერიის მეშვიდე მატჩამდე მიყვანა. და არ მიიყვანეს საქმე აქამდე მატჩის ბოლოს ეფექტური სპურტის წყალობით.
"სპურსს" გუშინდელი შეხვედრა რომ წაეგო, მისი ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი მატჩის
"სან ანტონიო" ზედიზედ მეორედ გავიდა კონფერენციის ფინალში. შარშან მან ამ ეტაპზე "ოკლაჰომასთან" წააგო, რომელიც უკვე გამოეთიშა წლევანდელ პლეი ოფს. სამაგიეროდ, ამ სეზონში საუკეთესო დაცვის მქონე "მემფისის" წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
გ. სტეიტი-სან ანტონიო 82:94
19:21, 21:26, 19:19, 23:28
გ-ს: კარი (22+6 პასი), ჯეკი (15), ლენდრი (11+6 მოხსნა), ტომპსონი (10+3 პასი).
ს-ა: დანკანი (19+6 მოხსნა+3 დაფარება), ლეონარდი (16+10 მოხსნა), სპლიტერი (14), პარკერი (13+8 პასი), გრინი (11), ჯინობილი (5+11 პასი+6 მოხსნა).
სერია: 2-4
* * *
კარმელო ენტონიმ და "ნიუ იორკმა" "ინდიანასთან" სერიის გადარჩენა განიზრახეს. "ნიქსი" აპირებს გახდეს მეცხრე გუნდი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც 1:3-დან შეძლო სერიის მოგება. ჯერჯერობით, ნიუიორკელებმა სამიდან პირველი ნაბიჯი გადადგეს. ძალიან რთული იქნება შემდეგი ნაბიჯი, როცა "ნიქსს" სტუმრად მოუწევს თამაში, მით უმეტეს, რომ "პეისერსს" ამ პლეი ოფში საკუთარ მოედანზე არ წაუგია.
მასპინძლები შესანიშნავი განწყობით გავიდნენ მოედანზე და ისე მოიგეს შეხვედრა, "ინდიანა" ერთხელაც არ ყოფილა დაწინაურებული. ამჯერად, სწორად მოიქცა "ნიქსის" დამრიგებელი, როცა თითქმის არ მისცა სათამაშო დრო ჯეისონ კიდს, ვისაც 23 აპრილის (!) შემდეგ ერთი ქულაც არ აუღია - მისი "მშრალი" სერია ცხრა მატჩს უტოლდება. მაგრამ, მთავარი მოსაგვარებელი საკითხი კარმელო ენტონისთვის მიზანის გასწორება იყო. "ნიქსის" ლიდერმა სერიის მესამე და მეოთხე მატჩებში თამაშიდან 39-ჯერ ისროლა და მხოლოდ 15 ჩააგდო (38.5%).
თუ ვარსკვლავური ფორვარდი (ენტონიმ 28-დან 12 ბურთი ჩააგდო და 28 ქულა დააგროვა) და მისი პარტნიორები ისე ითამაშებენ, როგორც გუშინდელ შეხვედრაში, ინდიანაპოლისში ძალიან საინტერესო მეექვსე მატჩი გველოდება. სწორედ კარმელო ენტონიმ აარიდა თავის გუნდს ნერვული ფინალი, როცა "პეისერსმა" გაქცევით ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა და სწორედ ამ დროს ჩააგდო "ნიქსის" ლიდერმა ზედიზედ ოთხი ქულა. მის მონდომებას კი პარტნიორებიც აყვნენ.
ნიუ იორკი-ინდიანა 85:75
19:15, 21:19, 27:23, 18:18
ნ-ი: ენტონი (28+6 მოხსნა), სმიტი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), კოუპლენდი (13), ფელტონი (12+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა).
ი: ჯორჯი (23+6 პასი+6 მოხსნა), უესტი (17+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ოგასტინი (12).
სერია: 2-3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: ჩემპიონი ფინალშია, დურანტი დაისვენებს