სპეციალისტთან, რომელიც აქამდე "იუტას" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, - იტყობინება NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი. ჰორნაჩეკს 28 მაისს წარადგენენ ოფიციალურად "ფინიქსის" მთავარი მწვრთნელის რანგში.
ასე რომ, ექსიუტელი "სანზში" შეცვლის დროებით მწვრთნელს ლინდსი ჰანტერს, რომელიც იანვრიდან მუშაობდა გუნდში პოსტიდან გადაყენებული ელვინ ჯენტრის ნაცვლად.
50 წლის ჰორნაჩეკს მიზნად დაუსახეს გუნდის აღორძინება სუსტად ჩატარებული სეზონის შემდეგ
გაყრა პლეი ოფის პარალელურად
როგორც გაირკვა, "სან ანტონიო სპურსის" ცენტრმა ტიმ დანკანმა წლევანდელი პლეი ოფის მსვლელობისას ცოლთან გაყრა მოასწრო.
პლეი ოფის მატჩების პარალელურად, ლეგენდარული ფორვარდი გაყრის პროცესით იყო დაკავებული. ამერიკულ პრესაში წერენ, რომ ვეტერანმა უკვე მიიღო სასამართლოსგან დოკუმენტები, რომელიც მის გაყრას ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ მოთამაშე 2001 წლიდან იყო დაქორწინებული და ორი შვილის მამაა. თავად დანკანმა უარი თქვა საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ კომენტარზე. ის არ აპირებს პრესასთან, კალათბურთის გარდა, სხვა თემაზე ლაპარაკს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. დასავლეთის ფინალი: ბოლო სიტყვა ტიმ დანკანისაა