"ხანდახან მეჩვენება, რომ ჯერ ისევ შემიძლია მწვრთნელად მუშაობა, მაგრამ რეალობა ასეთია - უბრალოდ, საკუთარ თავს ვატყუებ. ჩემი ბოლო სეზონი ერთგვარად ჯერი ბასისთვის ხათრის გაწევა იყო. მაგრამ, როცა კარიერა დავასრულე, კარგად ვიცოდი, რომ ის ჩემი უკანასკნელი სეზონი იყო - ვეღარ გავუძლებდი ჯანმრთელობის მგომარეობის გამო, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გადატანილი მქონდა
ამასთან, მზად ვარ კლუბის ოფისში სამუშაოდ. "ლეიკერსს" ახლა კრიზისი აქვს და თუ ისინი მთხოვენ მისვლას და უბრალოდ, მათი აზრის გაგებას კლუბში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მზად ვარ ეს გავაკეთო", - ამბობს ჯექსონი "ლოს ანჯელეს თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"კლიპერსი" ტრიოს უმიზნებს
შესაძლოა, "ბოსტონ სელტიქსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს დოკ რივერსმა. მაშინ დასახელდა ამ სპეციალისტის მომავალი სავარაუდო სამუშაო ადგილი - "ლოს ანჯელეს კლიპერსი".
ამჯერად, უფრო შორს წავიდა ESPN-ის მიმომხილველი მარკ სტაინი, რომელმაც დაწერა, რომ რივერსთან ერთად, კალიფორნიულ კლუბში შეიძლება ვიხილოთ "კელტების" ორი ვეტერანი ლიდერი - კევინ გარნეტი და პოლ პირსი.
"სელტიქსმა" 30 ივნისამდე უნდა გაარკვიოს - დარჩება თუ არა გუნდში პირსი, რომელსაც თავის ამჟამინდელ კლუბთან 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი. გარნეტი, რომელსაც ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია თავისი მომავალი კარიერის შესახებ, ადრე აღნიშნავდა, რომ მისი გადაწყვეტილება, დიდწილად პირსის სიტუაციის მოგვარებასთან იქნებოდა დამოკიდებული.
ასე რომ, უახლოესი ორი კვირა სიცხადეს შეიტანს ამ საქმეში.
იგუოდალა "დენვერს" ტოვებს
"დენვერ ნაგეტსის" ფორვარდმა ანდრე იგუოდალამ გამოაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სურს თავისი ამჟამინდელი გუნდის დატოვება.
"ჩვენ კარგად ვიცით ანდრეს გეგმების შესახებ და ისიც არის ინფორმირებული იმაზე, თუ როგორ გვსურს მისი დაბრუნება. იგუოდალა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის", - ამბობს "ნაგეტსის" ოფიციალური წარმომადგენელი.
ამჟამად, სიტუაცია ასეთია: იგუოდალას 15.9 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს იმისთვის, რომ სხვა კლუბთან კონტრაქტის გაფორმების უფლება მიიღოს, ხოლო მეორე ვარიანტია "დენვერთან" ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორება.
ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, იგუოდალაზე პრეტენზიას აცხადებენ: "ატლანტა", "კლივლენდი", "დალასი", "ჰიუსტონი", "დეტროიტი" და "ნიუ ორლეანი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ამერიკის ნაკრებში 27 კალათბურთელი უნდა გაისინჯოს