კობი ბრაიანტმა დაბრუნება გადაწია

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა აღიარა, რომ შეიძლება ვერ მოასწროს 2013-14 წლების სეზონის დასაწყისისთვის აღდგენა. ESPN-თვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მოედანზე გასვლას ნოემბერში ან დეკემბერში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ აპრილში კობიმ მარცხენა აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო ოპერაცია გადაიტანა. ასეთი ოპერაციის შემდეგ მკურნალობას, როგორც წესი, ექვსიდან ცხრა თვემდე სჭირდება.

ბრაიანტი 34 წლისაა და მომავალ სეზონში მისი ხელფასი 30 მილიონი დოლარი იქნება.

იმავე ESPN-თან ინტერვიუში კობიმ თავისი გუნდის მომავალზეც ისაუბრა და განაცხადა - "ლეიკერსმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ცენტრი
დუაიტ ჰოვარდი
, რომელიც შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

"ამგვარი ბიჭების პოვნა იოლი არ არის, ასეთები ხეებზე არ იზრდებიან. როცა ასეთი დონის ტალანტი გყავთ, ვალდებული ხართ ის შეინარჩუნოთ.

ბოლოს მას ორი კვირის წინ ველაპარაკე. ვიცი, რომ დუაიტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები. დარწმუნებული ვარ, ის მოივლის კლუბებს და დაელაპარაკება იმ გუნდების მოთამაშეებს, რომლებიც ჰოვარდით არიან დაინტერესებულნი. სწორედ მაშინ უნდა ვიმოქმედოთ"
, - ამბობს ბრაიანტი.

* * *
ამასობაში, NBA-ის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი ფილ ჯექსონი "ლეიკერსის" გენერალურ მენეჯერს მიტჩ კუპჩაკს შეხვდა. ამის შესახებ ESPN-ს თავად სპეციალისტმა განუცხადა. ჯექსონის სიტყვებით, შეხვედრაზე განიხილებოდა თანამშრომლობის საკითხი.

ასე რომ, უახლოეს მომავალში განიხილება ჯექსონის "ლეიკერსში" დაბრუნება. ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, რა თანამდებობას დაიკავებს "დიდი ფილი". თუმცა თავად ჯექსონს არაერთხელ უთქვამს, რომ არასოდეს დაუბრუნდება სამწვრთნელო სამუშაოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კობი ბრაიანტმა წასვლა უარყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული