რეი ალენი ისევ "მაიამიში", კირილენკომ "მგლები" დატოვა

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" 37 წლის მცველი რეი ალენი მინიმუმ ერთ სეზონს ჩაატარებს ფლორიდული კლუბის შემადგენლობაში. მან გაააქტიურა თავის კონტრაქტში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთი წელი შეეძლო "ჰიტის" რიგებში თამაში. მომავალ სეზონში ალენი 3.23 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ვეტერანი კალათბურთელის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ რეიმ "მაიამიში" გამოსვლის პირველივე წელს მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

* * *
რეი ალენს მიბაძა და "სან ანტონიო სპურსთან" ავტომატურად გააგრძელა კონტრაქტი 31 წლის ფრანგმა ფორვარდმა ბორის დიაომ. მან გადაწყვიტა არ გავიდეს თავისუფალი აგენტების ბაზარზე და კიდევ
ერთი წელი გაატაროს "სპურსში". ამ ერთ სეზონში დიაო 4.7 მილიონს მიიღებს.

ფრანგმა გასულ სეზონში საშუალოდ 5.8 ქულა, 3.4 მოხსნა და 2.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

* * *
"მინესოტა ტიმბერვულვზის" ფორვარდი ანდრეი კირილენკო შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება. რუსმა კალათბურთელმა გადაწყვიტა ბოლომდე არ გამოიმუშავოს "მგლებთან" გაფორმებული კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, 2013-14 წლების სეზონში 10.2 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

32 წლის კირილენკოს NBA-ის ნებისმიერ კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმების იმედი აქვს. სწორედ ამ გუნდში აპირებს კარიერის დასრულებას ფორვარდი.

2012-13 წლების სეზონში კირილენკოს საშუალო სტატისტიკა იყო 12.4 ქულა, 5.7 მოხსნა და 1.5 ჩაჭრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ESPN: დუაიტ ჰოვარდი "ლეიკერსიდან" მიდის!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული