ევროთასის MVP "მემფისში" წავიდა

AutoSharing Option
გამთამაშებელი ეი ჯეი პრაისი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოხვდა. კალათბურთელმა, შესაძლოა, დატოვოს NBA და ძალები ევროპულ კალათბურთში მოსინჯოს. კატალონური გრანდი ლიტველი შარუნას იასიკიავიჩუსის შემცვლელს ეძებს, რომელმაც კლუბი ამ ზაფხულს დატოვა.

26 წლის პრაისი 2009 წლის დრაფტზე 52-ე ნომრად აირჩია "ინდიანა პეისერსმა". ამ გუნდის რიგებში გამთამაშებელმა სამი სეზონი გაატარა, გასულ წელს კი "ვაშინგტონის" ღირსებას იცავდა და საშუალოდ 6.5 ქულასა და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

* * *

საბერძნეთის ნაკრების გამთამაშებელმა ნიკ კალატესმა გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონს NBA-ის კლუბ "მემფისში" გაატარებს.

"მოხარული ვარ
ახალი სეზონის "მემფისში" დაწყებით. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის"
, - დაწერა თავის "ტვიტერზე" კალათბურთელმა.

გასულ სეზონში 24 წლის ბერძენი რუსეთის ჩემპიონატში "ლოკომოტი-ყუბანის" რიგებში თამაშობდა. კალატესი ევროთასის გათამაშების საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

"მემფისმა" ამ კალათბურთელზე უფლებები "დალასთან" განხორციელებული გაცვლის შედეგად მიიღო.

* * *
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სატრანსფერო კამპანია ჯერ შორს არის დასრულებისგან. ბაზარზე ბევრი საინტერესო თავისუფალია აგენტია, რომლებსაც შეუძლიათ NBA-ის კლუბების გაძლიერება. ლიგის ვებგვერდზე მათი სრული სია გამოქვეყნდა.

მცველები: რიჩარდ ჰემილტონი, რონი ბრიუერი, სებასტიან ტელფეირი, როდრიგ ბობუა, მარკიზ დენიელსი, ტრეისი მაკგრეიდი, დანტეი ჯონსი, დეშონ სტივენსონი, დანიელ გიბსონი, ეი ჯეი პრაისი, მაიკ ჯეიმსი, კეიონ დულინგი, ლესტერ ჰადსონი, დეჟუან კუკი, ჯამალ ტინსლი, სემ იანგი, ტერენს უილიამსი, ბობი ბრაუნი, საშა ვუიაჩიჩი, ქსავიერ ჰენრი, როჯერ მეისონი, დელონტე უესტი, ჯერი სტეკჰაუსი, ელიოტ უილიამსი, მაიკლ რედი, ნოლან სმიტი, კრის დაგლას-რობერტსი, დომინიკ ჯონსი, დეჟუან ჯონსი, კრის დუჰონი.

ფორვარდები: ანტუან ჯეიმისონი, სტივენ ჯექსონი, ლამარ ოდომი, კორი მაგეტი, ელი ჰარინგტონი, ჯეიმს ჯონსონი, ტაირუს ტომასი, აივენ ჯონსონი, მაიკლ პიეტრუსი, შავლიკ რენდოლფი, ენტონი ტოლივერი, დრიუ გუდენი, ჯოშ ჰოვარდი, ჰაკიმ უორიკი, ლუკ უოლტონი, ლუის ამუნდსონი, ჯოშ ჩილდრესი, კრის უილკოქსი, დამიენ უილკინსი, იი იანლიანი, ლუკ ბებიტი, დევინ ებენქსი, დი ჯეი უაიტი, ლენს ტომასი, ტროი მერფი.


NBA-ის დარჩენილ თავისუფალ აგენტთა სრული სია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მო უილიამსი - კარგი შევსება "პორტლენდისთვის"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული