მო უილიამსი - კარგი შევსება "პორტლენდისთვის"

AutoSharing Option
30 წლის გამთამაშებელმა მო უილიამსმა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსთან" გააფორმა კონტრაქტი, - ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის განმავლობაშიც კალათბურთელი 5.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. უილიამსი მოლაპარაკებებს აწარმოებდა "მაიამისთან" და "მემფისთან", მაგრამ "პორტლენდმა" მას უფრო მომგებიანი ფინანსური პირობები შესთავაზა.

გასული სეზონი მცველმა "იუტა ჯაზის" რიგებში ჩაატარა და საშუალოდ 12.9 ქულა და 6.2 შედეგიანი პასი დააგროვა. პირველ ივლისს, კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

* * *
"მინესოტა ტიმბერვულვზის" მომავალი ახალწვეული შაბაზ მუჰამედი იძულებული გახდა დაეტოვებინა დებიუტანტთა მოსამზადებელი ბანაკი - NBA Rookie Transition
Program. ეს არის სავალდებულო კურსი, რომელიც ასოციაციის ყველა ახალბედამ უნდა გაიაროს.

ამის მიზეზი გახდა შიდაგანაწესის დარღვევა, კერძოდ, კალათბურთელის ნომერში ახალგაზრდა ქალმა გაათია ღამე. არადა, ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ბანაკში მყოფი ყველა მოთამაშე გააფრთხილეს, რომ ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ სტუმრების მიღება.

ახლა, მუჰამედი აღნიშნულ პროგრამას 2014 წელს დაასრულებს, თან ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: რით შეგიძლია გუნდის დახმარებაო? ასეთ კითხვებს აღარ მისვამენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული