თორნიკე შენგელია საუკეთესოებში! - ქართველი ევროლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეულშია

AutoSharing Option
გულშემატკივრებისა და ფანების გამოკითხვის შედეგად, საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეულის სიაში მოხვდა.

მასთან ერთად ეს პატივი წილად ლუკა დონჩიჩს, ნიკ კალატესს, ნანდო დეკოლოსა და იან ვესელის ხვდათ.

"თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და უმთავრესი როლი ითამაშა "ბასკონიას" წარმატებულ სეზონში. ის გუნდის ლიდერი იყო და მატჩში საშუალოდ 13.7 ქულას აგროვებდა, რაც საუკეთესო შედეგია ევროლიგის ცენტრებსა და ფორვარდებს შორის.

ის მატჩში საშუალოდ 6.1 მოხსნას აკეთებდა, რაც მესამე შედეგია ევროლიგაში. მან ასევე კარიერის საუკეთესო შედეგი
დააფიქსირა ორქულიანების სიზუსტის მიხედვით (61.4% ჩააგდო ზუსტად).

ის მატჩში საშუალოდ 25 წუთსა და 29 წამს თამაშობდა, რაც მისთვის კარიერის საუკეთესო შედეგია", - წერია ევროლიგის ოფიციალურ საიტზე.

შენგელიას "ბასკონია" ამ სეზონში ევროლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა, თუმცა "ფენერბახჩესთან" 4-მატჩიან სერიაში 3:1 დამარცხდა.

▶ ახლა ვისი დროა?! - "ფენერბახჩეს" კალათბურთელებმა შენგელიას სამაგიერო გადაუხადეს
მკითხველის კომენტარები / 11 /
თორნიკეს მიულოცეთ წარმატება და ზაზას თუ კარგს არაფერს ეტყვით ნუ გალანძღავთ,ნუ ჩაქოლავთ,მან თავის გასაკეთებელი გააკეთა,რას ერჩით ვერ გავიგე, სამშობლო უყვარს,ვისაც გაწვდა ყველას დაეხმარა,საკალათბურთო აკადემია ჩამოაყალიბა და მომავალ თაობას კალათბურთი შეაყვარა,საქართველო უცხოელებს დადებითი კუთხით დაანახა,ადამიანებო გიყვარდეთ ერთმანეთი,შური ნუ დაგაბრმავებთ.
ზასტაველი
10:55 11-05-2018
0
კალატესის მაგივრად შვედს დავაყენებდი და გამოვიდოდა ევროპის ნაკრები. თოკო მართლაც ღირესეული წევრია ამ ნაკრების. ძალიან მშრომელი, კალათბურთზე და თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მინდა რომ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ქართველი კალათბურთელის სახელი დატოვოს.
სტუმარი
09:40 11-05-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული